www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: Node.js პროგრამისტი
მომწოდებელი: ოზორიქსი
გამოქვეყნდა: 30 მაისი / განცხადების ვადა: 21 ივნისი

კომპანია "ოზორიქსი" (www.ozorix.com) აცხადებს Node.js პროგრამისტის ვაკანსიას.

ადგილმდებარეობა: თბილისი.

ერთად ვიმუშავებთ საკმაოდ საინტერესო პროექტებზე, რა დროსაც შესაბამისი ფინანსურ ანაზღაურებასთან ერთად აუცილებლად მიიღებთ უდიდეს პროფესიულ გამოცდილებას. ჩვენ ვეძებთ პროგრამისტებს ხანგრძლივი და სტაბილური თანამშრომლობის პერსპექტივით. თუ თქვენ გინდათ წინსვლა და განვითარება უახლესი ტექნოლოგიების ათვისების კუთხით, მაშინ ეს ვაკანსია თქვენთვისაა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** Node.js, AngularJS, Express framework, MongoDB, Mongoose
** კოდის დაგეგმვის, სტრუქტურიზაციის და არქიტექტურული შაბლონების გამოყენების გამოცდილება
** .Net Core-სთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პლუსად.
** Amazon Web Services - მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პლუსად.

პიროვნული თვისებები:

** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე კონცენტრირება.

სახელფასო განაკვეთი დამოკიდებული იქნება კანდიდატის გამოცდილებაზე.
შერჩეული კანდიდატი იმუშავებს კომპანიის ოფისში, 10:00-დან 19:00 საათამდე, შუალედში 1 საათიანი შესვენებით.

დაინტერესებულ პირებს, რომლებიც შეესაბამებიან ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@ozorix.com 2019 წლის 21 ივნისამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ "Node.js პროგრამისტი".

ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს და დანიშნავს გასაუბრებას.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |