www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტენდერი მობილური აპლიკაციის შექმნაზე
მომწოდებელი: SABUKO
თანდართული ფაილი: 19814_APP_Requirements_4643771.zip
გამოქვეყნდა: 30 მაისი / განცხადების ვადა: 5 ივლისი

ააიპ "საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის" აცხადებს ტენდერს მომსახურების შესყიდვაზე: მობილური აპლიკაციის შექმნის თაობაზე

მომსახურების აღწერა:

** აპლიკაციის პლატფორმა - ანდროიდი, IOS;
** აპლიკაცია მორგებული უნდა იყოს პლანშეტურ კომპიუტერებზე;

დართულ ფაილში, გთხოვთ, იხილოთ: მობილური აპლიკაციის ძირითადი მოთხოვნები.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

მობილური აპლიკაციის პროექტი, რომელიც უნდა მოიცავდეს:
** აპლიკაციის ფუნქციური შესაძლებლობების დეტალურ აღწერილობას;
** პროექტის ფაზებსა და პროექტის შესრულების ვადას;
** პროექტის შესრულებისა და აპლიკაციის ფუნქციონირებისათვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფების ჩამონათვალს.
** საგარანტიო მომსახურების პირობებს;
** გარანტიის შემდგომი მომსახურების ღირებულებას;
** მობილური აპლიკაციის ღირებულებას ყველა დანახარჯისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით ეროვნულ ვალუტაში.
** ანგარიშსწორების პირობებს;
** პროექტის სრულფასოვნების შესაფასებლად საჭირო ინფორმაციას;

ინფორმაცია კომპანიის მიერ შესრულებული ანალოგიური/მსგავსი პროექტების შესახებ.

ინფორმაცია კომპანიის თანამშრომლების, როგორც მენეჯმენტის ასევე პროექტში ჩართული პირების გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესახებ.

ტენდერის ჩაბარების პირობები:

წინადადების ჩაბარება ხდება ელექრტონულად Zurab.gurgenidze@sabuko.ge

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადა: 2019 წლის 5 ივლისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |