www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: PepsiCo GO სტაჟირების პროგრამა ტექნიკურ დარგში
მომწოდებელი: PepsiСo
გამოქვეყნდა: 30 მაისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

შექმენი საკუთარი პროფესიული კარიერა "პეპსიკოში"!

არ გაუშვა შანსი განვითარდე FMCG სფეროში და გაიგო როგორ იმართება ბიზნესი პეპსიკოში! გახდი PepsiCo GO სტაჟირების პროგრამის მონაწილე და 1 წლის განმავლობაში ჩაერთე ყოველდღიურ საქმიანობაში, იმუშავე რეალურ პროექტებზე, გაიარე ტრენინგები სხვადასხვა უნარების განსავითარებლად და ჩამოყალიბდი პროფესიონალად საერთაშორისო გუნდთან ერთად!

პროგრამის განმავლობაში:

** განახორციელებ და კოორდინაციას გაუწევ წარმოების ტექნიკური უზრუნველყოფის პროექტებს
** აქტიურად ითანამშრომლებ სხვადასხვა განყოფილებებთან პროექტების ფარგლებში დასახული მიზნების მისაღწევად
** გაუძღვები ტექნოლოგიური დანადგარების მუშაობის შეფერხებებისა და ხარვეზების ანალიზისა და აღმოფხვრის პროცესებს
** უზრუნველყოფ საწარმოს ავტომატიზებული სისტემების გამართულ მუშაობას.

პროგრამის დასრულების შემდეგ:

** ისწავლი წარმოების ტექნიკური უზრუნველყოფის სამუშაოების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესებს
** შეძლებ ჩამოაყალიბო ეფექტური ურთიერთობები სხვადასხვა ფუნქციონალურ დეპარტამენტებთან კომპანიის შიგნით
** მიიღებ გამოცდილებას ავტომატიზებული სისტემების მართვის ტექნიკური ხარვეზების დიაგნოსტიკისა და აღმოფხვრის მიმართულებით
** განავითარებ სამუშაოს შესრულების უნარებსა და ტექნიკებს; ისწავლი, თუ როგორ გაართვა თავი ერთდროულად რამდენიმე დავალებას და ისწავლი პროექტების კოორდინაციას.

ვის ვეძებთ:

** უმაღლესი საგანმანათლებლო სასწავლებლის კურსამთავრებულები ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტები მართვის ავტომატიზებული სისტემების, ელექტრო-ინჟინერიის ან მსგავს დარგში
** ტექნოლოგიური დანადგარების პროგრამირებისა და ავტომატიზაციის საბაზისო ცოდნა
** უცხო ენების ფლობა: რუსული თავისუფლად, ინგლისური მინიმუმ Intermediate
** MS Office პროგრამების ცოდნა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** სრულ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ინდივიდუალური განვითარების პროგრამას ტექნიკურ დარგში
** ინტენსიურ ტრენინგებსა და უნარ-ჩვევების განვითარების პროგრამებს
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას: 1350 ლარი (გადასახადების გარეშე)
** წვდომას კორპორატიულ ბიბლიოთეკასა და PepsiCo ელექტრონულ უნივერსიტეტზე.

დაინტერესდი?

გამოგზავნე რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com და მიუთითე დასახელება "PepsiCo GO in Technical" ელ-ფოსტის სათაური ველში, არაუგვიანეს 2019 წლის 25 ივნისისა.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |