www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენერების ტრენინგი პირველად დახმარებაში
მომწოდებელი: საქართველოს სამარიტელთა კავშირი
გამოქვეყნდა: 30 მაისი / განცხადების ვადა: 20 ივნისი

"საქართველოს სამარიტელთა კავშირი" წარმოადგენს არასამეწარმეო, არაკომერციულ ორგანიზაციას. კავშირი აპოლიტიკური და არარელიგიური გაერთიანებაა და მისი საქმიანობა ორიენტირებულია სოციალურ და საგანმანათლებლო მიმართულებებზე.

ჩვენი ძირითადი საქმიანობის სფეროებია მოხუცებულთა შინმოვლა, ბავშთა ფსიქო-სოციალური მომსახურება, განსაკუთრებული საჭიროებების პირთა მხარდაჭერა და სოციალურად დაუცველ მოზარდთა და ბავშვთა საზოგადოებაში ინტეგრაცია. ჩვენ საზოგადოებას ვთავაზობთ ასევე პირველადი დახმარების (First Aid) და ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ტრენინგებს (DRR).

"საქართველოს სამარიტელთა კავშირი" აცხადებს მიღებას პირველადი დახმარების ტრენერების ტრენინგზე.

ტრენინგს ჩაატარებენ გერმანიიდან ჩამოსული პროფესიონალები, რომლებსაც აქვთ ველზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.ტრენინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე. ტრენინგის გავლის შემდეგ მონაწილეს გადაეცემა პირველადი დახმარების ტრენერის სერტიფიკატი და იგი შეძლებს ჩაატაროს პირველადი დახმარების 8 ან 16 საათიანი სტანდარტული ტრენინგი ფართო აუდიტორიისთვის.

ტრენინგის ჩატარების პერიოდი: 6-14 ივლისი
დრო: ყოველდღიურად 10:00 დან -18:00 საათამდე
ადგილი: თბილისი, ავლაბარი ( ზუსტ მისამართს ვაცნობებთ შერჩეულ მონაწილეებს)

მოთხოვნები:

** სასურველია სამედიცინო ან საბუნებისმეტყველო დარგში მიღებული განათლება
** აუცილებელია ინგლისური ენის ძალიან კარგი ცოდნა
** სასურველია პედაგოგიური გამოცდილება/უნარები

მოვალეობები:

"საქართველოს სამარიტელტა კავშირის" ტრენერად მუშაობა ხელშეკრულების საფუძველზე, ტრენერისთვის ხელსაყრელი დროის შეთანხმებით

გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV საფოსტო მისამართზე: info@sskgeo.org

და თემად მიუთითოთ First Aid ToT

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2019 წლის 20 ივნისი



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |