www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგ კურსი თემაზე - ეფექტური საჯარო მმართველობა
მომწოდებელი: გადასახადის გადამხდელთა კავშირი
თანდართული ფაილი: 20337_epmtpu_7217499.zip
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 3 ივლისი

გადასახადის გადამხდელთა კავშირი გთავაზობთ 3 კვირიან ტრენინგ კურსს თემაზე: ეფექტური საჯარო მმართველობა.

ტრენინგი განკუთვნილია საჯარო სექტორის ხელმძღვანელი პირებისა და მენეჯერებისთვის.

მიზანი: ეფექტური საჯარო მენეჯმენტის ძირითადი უნარებისა და მოვალეობების გაცნობა, გააზრება და დაუფლება, რომელსაც მენეჯერი უნდა ფლობდეს საკუთარი სამუშაოს წარმატებით შესასრულებლად. ასევე, იმ ინსტრუმენტებისა და მეთოდების გააზრება, რომელიც მნიშვნელოვანია მართვის უზრუნველსაყოფად. კურსის მიზანია საჯარო მენეჯმენტის პრაქტიკული ასპექტების ანალიზი.

ტრენინგს გაუძღვება გიორგი აბაშიშვილი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და ბიზნესის სკოლის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მიმდინარე წლის აპრილიდან. ამავდროულად, არის გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის ეროვნული კონსულტანტი საქართველოში და მუშაობს სხვადასხვა ორგანიზაციასთან როგორც დამოუკიდებელი კონსულტანტი მართვისა და განვითარების მიმართულებით. 2009 წლიდან კითხულობდა ლექციებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში. 2014 წლიდან იყო საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში და 2015-2018 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

ტრენინგი ჩატარდება 11 - 27 ივნისი, 2019 (სამშაბათი და ხუთშაბათი)
დრო: 18:30-22:00
ადგილი: ლუბლიანას 13 ბ. გადასახადის გადამხდელთა კავშირი

ღირებულება: 450 ლარი (საიდანაც 90% დაფინანსებულია ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის მიერ, ხოლო 10% (45 ლარი) გადახდა ხდება უშუალო მონაწილის ან ორგანიზაციის მიერ.

საკონტაქტო პირი: ქეთევან კრიალაშვილი ტელ: 591446244

რეგისტრაცია: http://bit.do/epmtpu

ტრენინგის განრიგი და პროგრამა იხილეთ თანდართულ ფაილში. ttps://www.facebook.com/Geotaxpayers/videos/340583219988070/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |