www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: .Net Full Stack პროგრამისტი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 3 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

სს "ოპპა" (ყოფილი სს "ნოვა ტექნოლოჯი") ფლობს უნივერსალურ ელექტრონულ საფულეს http://www.oppa.ge და PayBox - ის სწრაფი ჩარიცხვის აპარატებს, რომლებიც ყოველდღიურად 350 000 - მდე მომხმარებელს ემსახურება. კომპანიამ საქმიანობა ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით აქვს 6500-ზე მეტი გადახდის წერტილი. კომპანიაში 270 -ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული.
შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად!

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას Net Full Stack პროგრამისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

კომპანიის შიდა და გარე პროექტებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავება, განვითარება, დანერგვა;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ბექ-ენდ დეველოპმენტში
** Asp .Net C#-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** WCF Services-ის მაღალ დონეზე ცოდნა
** Web დეველოპმენტის ცოდნა
** IIS კონფიგურაციის ცოდნა
** დიდ მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება
** ORACLE-ს ბაზებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

უნარები:

** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 04.07.2019-ის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |