www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: რიმ ადვენჩერს
გამოქვეყნდა: 5 ივნისი / განცხადების ვადა: 4 ივლისი

კომპანია შპს "რიმ ადვენჩერსი", რომელიც წარმოადგენს შემომყვან ტურისტულ კომპანიას აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი
სამუშაო გრაფიკი: არასრული განაკვეთი, სამსახურში ნახევარი დღე მოსვლა (სავალდებულოა)
ანაზღაურება: 600 ლარი (ხელზე ასაღები)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება კანონთან შესაბამისობაში
** საბუღალტრო დოკუმენტაციის (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) წარმოება, დაარქივება, შენახვა და კონტროლი;
** საბანკო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვის კონტროლი და გადარიცხვების განხორციელება;
** ფინანსური ანგარიშგებების მოსამზადებლად სავალდებულო რეპორტების მომზადება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების ან ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებით
** 1С ბუღალტრული პროგრამის ცოდნა (სავალდებულოა)
** მთავარ ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია ტურიზმის მიმართულებით)
** ACCA-ს კურსები ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად.
** Microsoft Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (Excel , Word)
** ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა
** საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა (რუსული და ინგლისური) ჩაითვლება უპირატესობად

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** ანალიტიკური და გუნდური მუშაობის უნარი
** ორგანიზებული, შრომისმოყვარე, ენერგიული
** დროის ეფექტური მართვის უნარი
** წერილობითი კომუნიკაციის უნარი
** უპირატესობა მიენიჭებათ რუსთავში მცხოვრებ კანდიდატებს.

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: rimadventures@gmail.com

გთხოვთ, თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება -მთავარი ბუღალტერი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |