www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთარგმნელ-თარჯიმანთა მოსამზადებელი კურსი - ინგლისური
მომწოდებელი: ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი GCEC
გამოქვეყნდა: 5 ივნისი / განცხადების ვადა: 5 ივლისი

"ქართულ-კანადური საგანმანათლებლო ცენტრი" აცხადებს მიღებას მთარგმნელ-თარჯიმანთა მოსამზადებელ კურსზე (ინგლისური ენა)

გლობალურ კონტექსტში სულ უფრო და უფრო იზრდება მოთხოვნა მთარგმნელ-თარჯიმნებზე, "ქართულ-კანადურმა საგანმანათლებლო ცენტრის" მიერ შემუშავებული პროგრამა ნებისმიერ მსურველს აძლევს საშუალებას პროფესიონალურ დონეზე დაეუფლოს მთარგმნელ-თარჯიმნის პროფესიას.

კურსის ამოცანაა:

** გამოუმუშავოს მსმენელს ზეპირი თარგმანის, წერითი თარგმანის, სხვადასხვა ტექსტის დამუშავებისა და რეფერირების უნარები.
** კურსდამთავრებული თავისუფლად შეძლებს კომუნიკაციას უცხო ენაზე, ნებისმიერი დარგობრივი ტექსტის თარგმნას: წერილობით, თანმიმდევრულად, რეფერირებულად მშობლიური ენიდან უცხო ენაზე და პირიქით. გარკვეული ხანგრძლივობის ტექსტის მოსმენას დამახსოვრებას
** სწავლის პერიოდში გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოები; ვიდეო და აუდიო მასალები; ეკონომიკური, სამედიცინო, იურიდიული, პოლიტიკური სტატიები, საქმიანი დოკუმენტები და ა.შ. მართულად და შესაბამისი სტილით თარგმნას.

კურსის მიზანია:

** ზეპირი და წერითი თარგმანის დახვეწა და გაღრმავება
** თარგმნის უნარ-ჩვევების გამომუშავება
** აზრის გამოხატვის, დამახსოვრების და მსჯელობის უნარის განვითარება
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების დახვეწა
** მეტყველების ტექნიკის დამუშავება
** ლექსიკური მარაგის გაღრმავება
** თარგმნისა და ენობრივ სირთულეებში გარკვევა
** დახვეწილი და სრულყოფილი წერის სტილის განვითარება
** ინგლისური ენის ფონეტიკური და გრამატიკული ბაზის ჩამოყალიბება
** სხვადასხვა ტიპის ტექსტების (სამედიცინო, იურიდიული, პოლიტიკური, ეკონომიკური) გაგება, თარგმნა, ანალიზი და ინტერპრეტაცია.

გაკვეთილები ტარდება კვირაში 3-ჯერ (1,5-2 საათი)
კურსის ხანგრძლივობა: ხუთი თვე
კურსის ღირებულება თვეში: 235 ლარი
მსმენელები უზრუნველყოფილნი იქნებიან სასწავლო მასალით.
კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერთიფიკატი.

დაგვიკავშირდით:

მის.: წერეთლის გამზ. # 49-51 (მეტრო "წერეთელთან"), მეორე სართული.
ტელ.: 551 17 16 90, 551 00 30 77, 2 18 38 06
ელ-ფოსტა: info@gceducentre.com
ვებ-გვერდი: http://www.gceducentre.com
ან შეავსეთ განაცხადის ფორმა: http://www.gceducentre.com/courses_registration/



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |