www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 5 ივნისი / განცხადების ვადა: 19 ივნისი

სს "ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიას ექთნის პოზიციაზე თბილისში.

სს "ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა (დიღომი, ლუბლიანას 21)
სამუშაო გრაფიკი: დღის 8 საათიანი გრაფიკი ან 16 საათიანი მორიგეობა ყოველ მესამე დღეს (შაბათის/კვირის შემთხვევაში 24 სთ)

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური საექთნო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი გაიდლაინების გათვალისწინებით;
** საავადმყოფოს მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების (პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირვება, ჩანაწერები და სხვა) შესრულება, მისი კომპეტენციის ფარგლებში;
** საექთნო დოკუმენტწარმოება;
** შიდა უწყვეტ საექთნო განათლების სქემაში მონაწილეობა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

1. სავალდებულოა კანდიდატმა წარმოადგინოს ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი დოკუმენტი:

** პროფესიული კოლეჯის პრაქტიკოსი ექთნის სწავლების დიპლომი ან სტუდენტის ცნობა;
** უმაღლესი სასწავლებლის სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტის ცნობა III სემესტრიდან;
** პროფესიული კოლეჯის ბებია-ქალის დიპლომი 3 წლიანი სტაჟის შემთხვევაში ექთნის პოზიციაზე, ან გადამზადების სერთიფიკატი.

2. სასურველია სამუშაო გამოცდილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 19 ივნისი, 2019 წ.

დაინტერესებული კანდიდატები, რეზიუმეს ასატვირთად, მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/eqtani/218

სს "ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |