www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გეოგრაფიის მასწავლებელი
მომწოდებელი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
გამოქვეყნდა: 5 ივნისი / განცხადების ვადა: 15 ივლისი

"ბრიტანულ-ქართული აკადემია" 2019 წლის აგვისტოსთვის აცხადებს ვაკანსიას გეოგრაფიის მასწავლებლის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** მოსწავლეების ჩართვა შემოქმედებით და მრავალფეროვან გაკვეთილებში;
** პოზიტიური, სასწავლო გარემოს შექმნა და მოსწავლეების აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე ზრუნვა;
** მშობლებთან კომუნიკაცია მოსწავლეთა აკადემიური პროგრესისა და სხვა სასწავლო საკითხების შესახებ;
** კლასგარეშე ღონისძიებების და აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა;
** აკადემიის პროფესიული განვითარების პროგრამებში აქტიური ჩართულობა.

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

** ​შემოქმედებითობა, ახალი იდეებისა და ინიციატივებისათვის მზაობა;
** თბილი, მზრუნველი, გულღია და სამართლიანი დამოკიდებულება მოსწავლეების მიმართ;
** სკოლაში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** კარგი ორგანიზაციული და დროის მართვის უნარები;
** სწავლისა და სწავლების პროცესში მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენების უნარი;
** მასწავლებლის კვალიფიკაცია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნოთ აპლიკაციის შევსებული ფორმა (ჩამოტვირთეთ: https://www.dropbox.com/s/zc5qwwj7ezdczdz/bga-teach-app-form-ge.pdf?dl=0) ელექტრონულ ფოსტაზე: bga@bga.ge არაუგვიანეს 2019 წლის 15 ივლისისა. სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ "გეოგრაფიის მასწავლებელი".

გაითვალისწინეთ, რომ განცხადებები აპლიკაციის ფორმის გარეშე არ განიხილება. გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |