www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მაღაზიის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 5 ივნისი / განცხადების ვადა: 5 ივლისი

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მაღაზიის მენეჯერის პოზიციაზე მარნეულში.

სს "ნიკორა ტრეიდი" - ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი. ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას", "ნუგეშის", "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს, რომელთაგანაც 174 თბილისში, ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 4000-ს შეადგენს.

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს http://nikora.ge/

ფუნქცია-მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტის მიმდინარე პროცესების მართვა და მონიტორინგი;
** ნავაჭრის ზრდაზე მუდმივი ზრუნვა;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** მარკეტში წარმოდგენილი პროდუქციის მარაგების კონტროლი და შეკვეთების განხორციელება;
** პროდუქციის ფასების და აქციების მონიტორინგი;
** პროდუქციის ჩამოწერის კონტროლი;
** მარკეტის პროდუქციის აღწერის წარმოება;
** მაღაზიის გაყიდვების ანალიზი;
** სავაჭრო ობიექტის სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** არითმეტიკული ოპერირების უნარი;
** გუნდის მართვის უნარი.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** შრომისმოყვარეობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - nadamashvili@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მაღაზიის მენეჯერი".

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |