www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების სტაჟიორი
მომწოდებელი: Borusan CAT
გამოქვეყნდა: 5 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

კომპანია "ბორუსან CAT" საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების სტაჟიორის პოზიციაზე (6 თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირება).

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო, კახეთის გზატკეცილი 118
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 17:30
დამატებითი ბენეფიტები: კომპანია უზრუნველყოფს უფასო ტრანსპორტირებას და ლანჩს.

ბორუსან CAT საქართველო არის ამერიკული ბრენდის - Caterpillar-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში 1997 წლიდან (http://borusancat.ge/)

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებელთან ურთიერთობა და ღია კომუნიკაცია;
** ფასების შეთავაზება და კონტრაქტის პირობების შეთანხმება;
** პასუხისმგებლობა მომხმარებლისა და მათი მოთხოვნების შესრულებაზე;
** ბაზრის ინფორმაციის მოძიება, ანალიზი და ანგარიშის მომზადება;
** პროდუქციის ცოდნისა და გაყიდვების უნარ-ჩვევების მუდმივი განვითარება;
** მენეჯერის მიერ განსაზღვრული სხვა მოვალეობების შესრულება.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია 1-2 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში /კომერციულ სექტორში;
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარი;
** მომხმარებლებთან ურთიერთობის წარმატებულად განვითარება, როგორც სანდო მრჩეველი;
** პოზიტიური - "შესაძლებელია" დამოკიდებულება, როგორც გაყიდვების ისე კლიენტთა მომსახურების მიმართ;
** პრეზენტაციის, მოლაპარაკების და ინტერპერსონალური კომუნიკაციის ძლიერი უნარები;
** დროის მართვის, დაგეგმვის და ორგანიზირების კარგი უნარ-ჩვევები;
** ქართული ენის ცოდნა სავალდებულოა;
** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, ასევე სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: MS Word, Excel, Power Point, Outlook.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancybmgcat@borusan.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიცია. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 30 ივნისი.

ბორუსან CAT საქართველოს წარმომადგენლობა/თბილისი, საქართველო, კახეთის გზატკეცილი 118; http://www.borusancat.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |