www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: წარმოების ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: ელთიბი
გამოქვეყნდა: 5 ივნისი / განცხადების ვადა: 5 ივლისი

კომპანია "ელთიბი" აცხადებს ვაკანსიას ავეჯის მასალების წარმოების ტექნიკური სპეციალისტის პოზიციაზე.

კომპანია "ელთიბი" წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილი ბრენდების ავეჯის მასალების და აქსესუარების ლიდერ იმპორტიორ კომპანიას.

ფუნქცია-მოვალეობები:

** წარმოების ხარისხის სტანდარტების დაცულობის მონიტორინგი მიმდინარე რეჟიმში;
** საწარმოდან გასული/შემოსული პროდუქციის ხარისხის შემოწმება, დარღვევების აღმოჩენაზე რეაგირების გზების დაგეგმვა (არასწორად გაცემული პროდუქციის; კლიენტის მხრიდან შეცდომით მოტანილი მასალების).
** წარმოებაში არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა, დადგენილი პერიოდულობით შემოწმება, შეკეთების საჭიროებების გამოვლენა და შეკეთების უზრუნველყოფა;
** ნაწილების და დამხმარე საშუალებების შეძენის უზრუნველყოფა;
** სათადარიგო ნაწილების მარაგების კონტროლი და საჭიროებისამებრ შესყიდვის მოთხოვნა;
** ინფრასტრუქტურის მოვლა/შენახვისთვის საჭირო დამხმარე საშუალებების შეძენა/მომარაგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - შაბათი, 09:30-დან 18:30 საათამდე.
ანაზღაურება: კვალიფიკაციიდან გამომდინარე

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV), ქართულ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ltb.ge. გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "წარმოების ტექნიკური სპეციალისტი".

თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია ელთიბის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |