www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ანალიტიკის განყოფილების სპეციალისტი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 5 ივნისი / განცხადების ვადა: 5 ივლისი

სს "ოპპა" (ყოფილი "სს ნოვა ტექნოლოჯი") საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 6500-ზე მეტ გადახდის წერტილს ფლობს.კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდათთან ერთად.

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ანალიტიკის განყოფილების სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომერციული საქმიანობის პერიოდული რეპორტინგი;
** სხვადასხვა განყოფილების/რეგიონის ეფექტიანობის შეფასების სისტემის შემუშავება/გაუმჯობესება/შენარჩუნება;
** ეფექტური მექანიზმების შემუშავება ორგანიზაციის კომერციული საქმიანობის ოპტიმალური მუშაობისათვის;
** სწრაფი კომერციული კალკულაციების განხორციელება;
** მონაცემთა ბაზების დამუშავება, გასუფთავება და დასკვნების გაკეთება;
** ​ნაწილობრივ-სტრუქტურული მონაცემების სტრუქტურული ფორმის მიცემა;

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ფინანსური/ეკონომიკური/მათემატიკური განხრით);
** ანალიტიკოსის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** MS Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** აკურატული და გამართული რეპორტების გაკეთების უნარი;
** პრეზენტაციის უნარი;
** ​SQL-ის ძირითადი ფუნქციების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სხვა ანალიტიკური პროგრამების/ალგორითმების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;

უნარები:

** შრომისმოყვარეობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა;
** ორგანიზებულობა;
** ​მათემატიკური უნარ-ჩვევები;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ეფექტური დროის მენეჯმენტი;
** ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** დატვირთულ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი;
** საქმისადმი პატიოსანი დამოკიდებულება;

ჩვენ გთავაზობთ:

** შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
** იმუშაოთ ინოვაციებზე ორიენტირებულ, სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოში;
** განვითარდეთ პროფესიულად და მოახდინოთ თვითრეალიზაცია.

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |