www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის მართვის სამსახურის უმცროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ევექსის ჰოსპიტლები
გამოქვეყნდა: 5 ივნისი / განცხადების ვადა: 19 ივნისი

სს "ევექსის ჰოსპიტლები" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის სამსახურის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე თბილისში.

"სს ევექსის ჰოსპიტლები" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა (დიღომი, ლუბლიანას 21)
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე (8 საათიანი გრაფიკი).

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დოკუმენტაციის დადგენილი წესით წარმოების მონიტორინგი;
** სანიტარულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო რეჟიმის უზრუნველყოფის მონიტორინგი;
** სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესების პროექტებში აქტიური მონაწილეობა;
** ხარისხის ინდიკატორების შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სასწავლებლის მედიცინის ფაკულტეტის (სამკურნალო საქმის) კურსდამთავრებული.
** კომპიუტერული საბაზისო უნარ-ჩვევების ფლობა;
** სასურველია მაქსიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება დოკუმენტებთან მუშაობის და ხარისხის მართვის მიმართულებით.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 19 ივნისი, 2019 წ.

დაინტერესებული კანდიდატები, რეზიუმეს ასატვირთად, მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/xarisxis-martvis-samsaxuris-umcrosi-specialisti/219

"სს ევექსის ჰოსპიტლები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "სამედიცინო კორპორაცია ევექსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |