www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ავტომობილების შესყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: General Motors Company
გამოქვეყნდა: 5 ივნისი / განცხადების ვადა: 5 ივლისი

"General Motors Company" დაარსებულია 2011 წელს და დაკომპლექტებულია პროფესიონალთა ჯგუფით, რომელიც დაუღალავად და ეფექტურად მუშაობს, რათა მოხდეს კლიენტთა ინდივიდუალური მოთხოვნების მაქსიმალური დაკმაყოფილება.

პოზიცია: ავტომობილების შესყიდვების კონსულტანტი

მოვალეობები:

** კლიენტების სურვილების და მოთხოვნების შესაბამისად ავტომობილების შერჩევა;
** ავტოიმპორტის საიტებზე მუშაობა (Mainheim, Copart, IAAI და ა.შ), კერძოდ, ავტომობილის შესახებ ინფორმაციის გადმოტანა და განთავსება ამერიკული საიტიდან ქართულ საიტზე, კონკრეტულად myauto.ge-ზე;
** პოტენციური კლიენტების მოძიება და არსებულ კლიენტებთან პროდუქტიული და სანდო ურთიერთობის დამყარება;
** კლიენტებთან ხელშეკრულების გაფორმება, შემდგომი კომუნიკაცია, კერძოდ პორტში ავტომობილის მიყვანის, ჩატვირთვის და ტრანსპორტირების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** ავტომობილების ფასების ცვალებადობის და ტრენდის ყოველთვიური ანალიზი;
** ავტო ინდუსტრიაში სიახლეებისთვის თვალყურის მიდევნება და გაცნობა ქართულ ბაზარზე;
** ავტომობილების ტრანსპორტირების ხარჯის გამოთვლა ყიდვის ლოკაციიდან საბოლოო პორტამდე.

მოთხოვნები:

** ძლიერი საკომუნიკაციო, ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევები;
** იცნობდეს ავტო ინდუსტრიას სამოყვარულო დონეზე (მინიმუმ);
** შეისწავლოს აუქციონების ბაზარი, შესყიდვის პროცედურები და აითვისოს ტერმინოლოგია;
** ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა.

სახელფასო სისტემა: ფიქსირებული 300 ლარი + გაყიდული მანქანიდან 30$. შესაფერისი გამოცდილების ან მოტივაციის მქონე კანდიდატების შემთხვევაში განიხილება ინდივიდუალური მოლაპარაკება.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 11:00-19:00.

საკონტაქტო ელფოსტა: generalmotors.ge@gmail.com



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |