www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მერჩენდაიზერი/პრომოუტერი
მომწოდებელი: იფქლი
გამოქვეყნდა: 5 ივნისი / განცხადების ვადა: 5 ივლისი

კომპანია "იფქლი" 1993 წლიდან აწარმოებს ჯანსაღ და გემრიელ პურ-ფუნთუშეულს. "იფქლის" პოპულარობას განაპირობებს მაღალი ხარისხი, პროდუქციის მრავალფეროვნება და ცხობის მრავალწლიანი ტრადიცია. დღეს-დღეობით კომპანია აწარმოებს სხვადასხვა სახეობის პურ-ფუნთუშეულს, რომლითაც თბილისი, გორი, რუსთავი, მცხეთა და ქუთაისი მარაგდება.

კომპანია "იფქლი" ვაკანსიას აცხადებს მერჩენდაიზერ/პრომოუტერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აღნიშნულ ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული;
** გაყიდვების წარმოების უნარი;
** სწრაფი ათვისების უნარი;
** კომუნიკაბელური.

მოვალეობები:

** პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა;
** მომხმარებლებისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და პროდუქტის შეთავაზება;
** პროდუქციის სარეალიზაციო თაროზე განთავსება;
** პროდუქციის ვადებისა და ნაშთების კონტროლი;
** სარეალიზაციო ობიექტში არსებული პროდუქციის რაოდენობისა და ნაშთების აღრიცხვა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, თქვენი სრულყოფილად შევსებული რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: info@ipkli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ან განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |