www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სატვირთო ავტომობილის მძღოლი
მომწოდებელი: ბ დიზაინი
გამოქვეყნდა: 5 ივნისი / განცხადების ვადა: 5 ივლისი

ავეჯის საწარმო "ბ დიზაინი" აცხადებს ვაკანსიას სატვირთო ავტომობილის მძღოლის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ფარსადანის ქ. 10
სამუშაო გრაფიკი: კვირაში ექვსი დღე, 10:00 -დან 19:00 საათამდე
დასვენების დღე: შეთანხმებით
ხელფასი: ფიქსირებული 700 ლარი.

ძირითადი მოვალეობები:

** უზრუნველყოს დამსაქმებლის ტვირთების ტრანსპორტირება, დაკვეთის შესაბამისად;
** დაიცვას ტვირთის გადაზიდვისთვის აუცილებელი უსაფრთხოების წესები;
** ხელმძღვანელის მითითებით შეასრულოს პოზიციის შესაბამისი სხვა სამუშაო (პერსონალს დახმარება გაუწიოს მასალის დაცლა-დატვირთვაში)
** აკონტროლოს ავტომანქანის გამართულობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ასაკი: 35-45 წელი.

პიროვნული თვისებები:

** პუნქტუალურობა;
** შრომისმოყვარეობა;
** ორგანიზებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV, აუცილებლად ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cvbdesigne@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 555 707200.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |