www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დიზაინერი
მომწოდებელი: სამედიცინო კორპორაცია ევექსი
გამოქვეყნდა: 5 ივნისი / განცხადების ვადა: 19 ივნისი

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" აცხადებს დიზაინერის ვაკანსიას თბილისში.

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ყველაზე ფართო ჰოსპიტალური ქსელია საქართველოში და დღეისათვის ქვეყნის 6 რეგიონში 78 კლინიკითაა წარმოდგენილი.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშო გრაფიკი: 8 საათიანი 5 სამუშაო დღე

ძირითადი მოვალეობები:

** ბეჭდვითი და ელექტრონული მასალის (ფლაერები, პოსტერები, ბანერები და სხვა) დიზაინის კრეატიული კონცეფციის შემუშავება მარკეტინგული მიზნებისა და კომპანიის ბრენდბუქით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად;
** შემუშავებული დიზაინის მასალების საბეჭდ ფაილებად მომზადება და არქივის წარმოება;
** ფოტოების დამუშავება;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ფუნქციების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება გრაფიკის, დიზაინის მიმართულებით;
** სასურველია სასერთიფიკატო განათლება გრაფიკული დიზაინის კუთხით;
** აუცილებელია მარკეტინგის ან სარეკლამო სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** Creative Suite 3-ის და Corel Draw პროგრამების ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
** საკუთარი ნამუშევრების პორტფოლიო;
** სასურველია ვიდეო ედიტირების პროგრამების ცოდნა, როგორიცაა Imovie, Final cut pro, Premier, etc.)
** სასურველია ანიმირებული პროგრამების ცოდნა, როგორიცაა (Flash, After Effects, etc.)

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** კრეატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გარკვეულ ვადებსა და დროში პროექტებზე მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის ეფექტურად გამოყენების უნარი.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 19 ივნისი, 2018.

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ge/career/mimdinare-vakansiebi/dizaineri-tbilisi2.page

"სამედიცინო კორპორაცია ევექსი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სამედიცინო კორპორაცია ევექსში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სამედიცინო კორპორაცია ევექსის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |