www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: 1C პროგრამისტი
მომწოდებელი: Borusan CAT
გამოქვეყნდა: 5 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

კომპანია "ბორუსან CAT" საქართველოს წარმომადგენლობა აცხადებს ვაკანსიას 1C პროგრამისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო, კახეთის გზატკეცილი 118
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 17:30

ბორუსან CAT საქართველო არის ამერიკული ბრენდის - Caterpillar-ის ექსკლუზიური დილერი საქართველოში 1997 წლიდან (http://borusancat.ge/)

ძირითადი მოვალეობები:

** 1C პროგრამირება;
** არსებულ ფუნქციონალში ცვლილების შეტანა;
** ახალი ფუნქციონალის შემუშავება/დანერგვა
** კონფიგურაციის განახლება/ტესტირება;
** პროგრამული ხარვეზების მოძიება/გასწორება
** მოთხოვნის მიხედვით ახალი რეპორტების შემუშავება;
** 1C ERP ადმინისტრირება;
** ბაზების პერიოდული შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მათი აღდგენა;
** ცენტრალური IT-ის მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობა და პროგრამული უზრუნველყოფის (1C ERP) დანერგვაში უშუალო მონაწილეობის მიღება;
** ხელმძღვანელის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** აუცილებელია 1C ERP-ში მუშაობის გამოცდილება - 3-5 წელი
** 1C 8.2 პროგრამისტად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** MS SQL მონაცემთა ბაზასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** მომხმარებლებთან მუშაობის უნარი, ტექნიკური დავალებების შედგენა და შეფასება
** განათლება: ტექნიკური/ეკონომიკური; სასურველია უმაღლესი განათლება კომპიუტერული ტექნოლოგიების სფეროში

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: vacancybmgcat@borusan.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიცია. დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 30 ივნისი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსიის საჭიროებიდან გამომდინარე, კომპანიამ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, ასევე დაამუშაოს თქვენი მონაცემები და გადაამოწმოს მონაცემთა სისწორე. კომპანია თქვენ მონაცემებს შეინახავს გამოგზავნიდან 2 წლის მანძილზე, სხვა ვაკანსიაზე განხილვის მიზნით. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გადმოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ წესებს. შეკითხვების ან ზემოთ აღნიშნული პუნქტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: ბორუსან CAT საქართველოს წარმომადგენლობა, თბილისი, საქართველო, კახეთის გზატკეცილი 118



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |