www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მარკეტინგული კვლევის ანალიტიკოსი
მომწოდებელი: ეისითი
გამოქვეყნდა: 5 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივნისი

თუ შენ გაქვს განსაკუთრებული ანალიტიკური უნარები, გიყვარს რთული ამოცანების გადაჭრა და გაინტერესებს მარკეტინგული კვლევები, ამავე დროს დარწმუნებული ხარ საკუთარი შესაძლებლობებში და გაქვს პროფესიული ზრდის სურვილი, მაშინ "ეისითი" სწორედ შენ გეძებს! "ეისითი" გაძლევს დასაქმებისა და სამომავლო განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას ჩვენს მეგობრულ და სასიამოვნო გუნდში.

საზოგადოებრივი აზრის კვლევისა და საკონსულტაციო კომპანია "ეისითი" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული კვლევის ანალიტიკოსის პოზიციაზე.

"ეისითი" საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც 2002 წელს საქართველოში დაარსდა და ფარავს დსთ-ს ქვეყნებსა და აღმოსავლეთ ევროპას ოფისებით საქართველოში, აზერბაიჯანსა და ყაზახეთში.

პროფესიონალთა გუნდი "ეისითი"-ის ყველაზე ღირებული აქტივია. "ეისითი" კვლევით და საკონსულტაციო სფეროში ყველაზე დიდი დამსაქმებელია: დღეს ეისითიში 70-მდე მუდმივი და 700-მდე პროექტული თანამშრომელი მუშაობს. სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.act-global.com

მდებარეობა: თბილისი, დიღომი, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის #8
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (9:30 am - 6:30 pm)

ძირითადი მოვალეობები:

** დამკვეთებთან კომუნიკაცია პროექტის მიმდინარეობის ყოველ ეტაპზე;
** კვლევის ინსტრუმენტის შემუშავება;
** ფოკუს ჯგუფების მოდერაცია;
** კვლევის მონაცემების ანალიზი;
** კვლევის საბოლოო ანგარიშის მომზადება და შედეგების პრეზენტაცია;
** პროექტის ფარგლებში საჭირო დოკუმენტაციის წარმოება;
** სტრატეგიული რეკომენდაციების შემუშავება;

ძირითადი მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი (უპირატესობა მიენიჭებათ მარკეტოლოგებს, სოციოლოგებს, ფსიქოლოგებს ან ბიზნეს ადმინისტრირების განხრის განათლების მქონე აპლიკანტებს)
** გამოცდილება კვლევით ან მარკეტინგულ სფეროში;
** აუცილებელია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Power Point, Outlook);
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის დონეზე;

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დროის ეფექტურად განაწილების და დადგენილ სამუშაოს ვადებში შესრულების უნარი;
** კრიტიკული სიტუაციების მართვის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** გლობალური სურათის დანახვის და დეტალებზე ორიენტაციის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნე შენი რეზიუმე 2019 წლის 20 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@act-global.com და მეილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გისურვებ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |