www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ფინანსური დირექტორი
მომწოდებელი: ასოციაცია ატუ
გამოქვეყნდა: 5 ივნისი / განცხადების ვადა: 5 ივლისი

ასოციაცია "ატუ" აცხადებს ვაკანსიას ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.

ძირითადი როლი და უფლება მოვალეობები:

** ფინანსური დირექტორი უზრუნველყოფს კომპანიაში დაამკვიდროს და გაატაროს თანამედროვე და სახელმწიფოში არსებული სტანდარტებით კომპანიის ფინანსური მართვის სისტემა, რომელიც მოიცავს გეგმარების, დანერგვისა და მონიტორინგის სტადიებს.
** უზრუნველყოს ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მოსამზადებელი სამუშაოები, მოიწვიოს აუდიტორული კომპანიები, დააწესოს კონტროლი შესაბამისი ანგარიშგებების ფორმების წარდგენაზე (http://www.saras.gov.ge)
** მის დაქვემდებარებაშია ბუღალტერია და საფინანსო სამსახური, ასევე მისი ვალდებულებაა ჩამოაყალიბოს ფულადი სახსრების მოძრაობის კონტროლისა და მონიტორინგის ოპტიმალური ვარიანტი.

მოვალეობების დეტალური აღწერილობა:

** კომპანიის საგრანტო და კომერციული შემოსავლებისა და ხარჯების საგეგმო პარამეტრების შემუშავება;
** კომპანიის მომავალი წლის საგრანტო პროექტების ბიუჯეტის პროექტის შემუშავება;
** ადმინისტრაციული და საერთო საფინანსო ხარჯების ყოველთვიური ლიმიტების განსაზღვრა და კონტროლი;
** საერთო სახელფასო ფონდის ხარჯვაზე კონტროლის დაწესება;
** ცალკეული და საერთო მონაცემების სტატისტიკური დამუშავება და შესაბამის უწყებებში წარდგენა;
** კომპანიის მიერ საგრანტო ხელშეკრულებების ათვისების საფინანსო-ეკონომიკური ანგარიშის მომზადება და დონორთან წარდგენა (ყოველთვიური, ყოველკვარტალური, წლიური);
** კომპანიის მუშაობის პროცესში სხვადასხვა საფინანსო-ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტისათვის წინადადებების მომზადება.
** კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვის მონიტორინგი;
** კომპანიის ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შედეგების შესახებ ინფორმაციას მიწოდება კომპანიის გენერალური დირექტორისათვის გრანტების პროგრამული ანგარიშზე, ბალანსზე, მოგება-ზარალზე, ფულადი სახსრების მოძრაობაზე და სხვა უწყისებზე, ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით.
** კომპანიის მიერ განხორციელებული სამეურნეო და ფინანსური ოპერაციების აღრიცხვის პირველად დოკუმენტებთან და მოქმედ საგადასახადო კანონმდებლობასთან შესაბამისობის კოორდინირების გაწევა;
** კომპანიის სალაროს მუშაობის წარმართვა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სალარო მეურნეობის მუშაობის კონტროლის გაწევა;
** თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თანამშრომლობა გარე აუდიტთან, საგადასახადო და სხვა მაკონტროლებელ ორგანოებთან;
** მონაწილეობის მიღება კომპანიის სახელფასო, ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვის და სხვა პოლიტიკის შემუშავებაში და უფლებამოსილების ფარგლებში მათი შესრულების კონტროლი.

ასევე:

** განახორციელოს კომპანიის ფინანსური საქმიანობის მართვა-რეგულირება და ფისკალური აღრიცხვა-ანგარიშგება;
** აწარმოოს ურთიერთობა საგადასახადო და საბაჟო ორგანოებთან, ასევე საბანკო და საკრედიტო დაწესებულებებთან;
** აქტიურ მონაწილეობა მიიღოს საგრანტო, საწარმოო და დამატებითი კომერციული საქმიანობის საფინანსო-ეკონომიკურ ოპერაციების განხორციელებასა და სათანადო დოკუმენტაციებით ზემდგომი ორგანოების წინაშე ანგარიშგებაში;
** შეადგინოს საშტატო განრიგი, წლიურ სამუშაო გეგმები.

განათლება:

** უმაღლესი (ბაკალავრის, მაგისტრის ხარისხი) - ეკონომისტის, ფინანსისტის ან ბიზნესის სპეციალობით
** ბუღალტერიის და ფინანსები ზოგადი ცოდნა
** საგრანტო ფინანსირების და გრანტის კანონების ზოგადი ცოდნა
** იურიდიული საკითხებისა და საგადასახადო საკითხების ზოგადი ცოდნა.

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** 1C პროგრამის და SAP პროგრამის ცოდნა;
** აუცილებელია MS Office-ის სრულყოფილად ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის და გრანტის კანონის სრულყოფილად ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

პიროვნული მახასიათებლები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** დროის მართვის უნარი;

სამუშაო გამოცდილება:

** მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ფინანსური დირექტორის პოზიციაზე.
** საწყისი ანაზღაურება: 4200 ლარი ხელზე ასაღები

ელფოსტა: office@burji.com.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |