www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: sushi24.ge
გამოქვეყნდა: 5 ივნისი / განცხადების ვადა: 1 ივლისი

იაპონური კერძების მიწოდების სერვისი "sushi24.ge" აცხადებს ვაკანსიას (4 ვაკანსია) სუ-შეფის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდ შეფის მითითებით ახორციელებს სამზარეულო/წარმოების მართვას;
** გაუწიოს კონტროლი დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს: უსაფრთხოების ნორმების, არსებული სტანდარტების, სანიტარული მოთხოვნების, პირადი ჰიგიენის დაცვა;
** შეადგინოს მზარეულების ყოველკვირეული განრიგი, აკონტროლოს დასწრება;
** უზრუნველყოს თანამშრომლების მზაობა ცვლის დაწყების წინ;
** დაეხმაროს შეფ მზარეულს ყოველდღიურ ადმინისტრაციულ საქმიანობაში;
** შეამოწმოს პროდუქტების ხარისხი, მარაგი;
** მკაცრად გააკონტროლოს კერძის მომზადების ტექნოლოგია.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი - სრული;
** სამუშაო განრიგი: 2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება

მოთხოვნები:

** განათლება: სამზარეულოს სფეროში, კვების ტექნოლოგიის დარგში სასურველია
** მუშაობის გამოცდილება: სუ შეფის პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 2 წლიანი გამოცდილება.
** უცხო ენების ცოდნა: რუსული (სასაუბრო)
** კომპიუტერული უნარები: MS Office პროგრამების ცოდნა - Excel; World; Outlook; Internet

უნარ-ჩვევები:

** გადაწყვეტილების მიღება
** ანალიტიკური აზროვნება
** გუნდური მუშაობა
** მოლაპარაკების ჩატარება

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პატიოსნება
** კომუნიკაბელობა
** თვითდაჯერებულობა
** ინტერესი ბიზნესის მიმართ
** სტრესის და დატვირთვების ატანა

ხელფასი: 80 ლარი (12 საათიანი ცვლა)

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ფოტოსურათით ელექტრონული ფოსტის მისამართზე: hr@sushi24.ge ველში "Subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ბათუმი სუ შეფი". გთხოვთ, CV-სთან ერთად გამოაგზავნოთ თქვენ მიერ დამზადებული კერძების პორტფოლიო, ასეთის არსებობის შემთხვევაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |