www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ალტერნატიული გაყიდვების არხების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: საქართველოს სალიზინგო კომპანია
გამოქვეყნდა: 5 ივნისი / განცხადების ვადა: 19 ივნისი

საქართველოს სალიზინგო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ალტერნატიული გაყიდვების არხების განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ავტო დილერებთან კომუნიკაციის აწყობა და მათი მხრიდან კლიენტების მოზიდვის უზრუნველყოფა;
** დილერების მიერ გადმომისამართებული კლიენტებისთვის მაღალი სერვისის უზრუნველყოფა, დაკვალიანება და კოორდინირება;
** კომპანიის მხრიდან ავტო დილერებთან გრძელვადიანი და ლოიალური ურთიერთობების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება, აზრების დაფიქსირება და შესრულებაში მონაწილეობის მიღება, რიგ შემთხვევებში სრულად უზრუნველყოფა;
** დაკისრებული გეგმების შესრულება და ზოგადად გეგმების შესრულებისთვის მოსაზრებების დაფიქსირება/ინიცირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი, ბაკალავრი - დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
** სასურველია ინგლისური და/ან რუსული ენების ცოდნა;
** გუნდურობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** თვითმოტივაცია - განვითარებაზე და სიახლეებზე ორიენტირება;
** ორგანიზებულობა;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: glcjobs@leasing.ge არაუგვიანეს 2019 წლის 19 ივნისისა. გთხოვთ, სათაურის ("Subject") ველში მიუთითოთ ის თანამდებობა, რომელზეც აგზავნით განაცხადს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |