www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროდუქციის მენეჯერი
მომწოდებელი: MAY N
გამოქვეყნდა: 6 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

კომპანია "MAY N" აცხადებს ვაკანსიას პროდუქციის მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანია "მეიენის" შესახებ ინფორმაციის სანახავად გადადით ლინკზე: http://www.mayn.ge.

მისამართი: თბილისი, ზ.ფალიაშვილის ქ. #86
შრომის ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად
სამუშაო დრო: სრული განაკვეთი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის სარეალიზაციო პროდუქციის სრული ასორტიმენტის ზედმიწევნით შესწავლა.
** პროდუქციის განვითარება ადგილობრივ ბაზარზე.
** კომპანიის სარეალიზაციო პროდუქციის შესახებ ტრენინგების ორგანიზება და თანამშრომლების სწავლება-განვითარება.
** არსებულ პარტნიორებთან კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმოება.
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან კომუნიკაცია.
** პროდუქციის ფასების მონიტორინგი - დინამიკის შეფასება, ფასებზე დაკვირვება და აღრიცხვა.
** ანგარიშგება უშუალო ხელმძღვანელთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ესთეტიკური მედიცინის სფეროში მუშაობის ** გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
** საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა.
** ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის პროგრამის კურსთამთავრებული ფარმაციის, ბიოლოგიის ან მედიცინის მიმართულებით.
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა.
** კოსმეტიკის ბაზრის და სპეციფიკის ცოდნა.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებულობა, ორგანიზებულობა
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
** პრობლემის დასმის და გადაჭრის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მიმსამართზე: jobs.mayn@gmail.com 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით. გთხოვთ, თემის ველში (Subject line) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: პროდუქციის მენეჯერი.

კომპანია May N მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |