www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ადმინისტრაციის ქვეგანყოფილების სტაჟიორი
მომწოდებელი: ოპპა
გამოქვეყნდა: 6 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

სს ოპპა" (ყოფილი "სს ნოვა ტექნოლოჯი") საქართველოს ფინანსურ ტექნოლოგიურ ბაზარზე ყოველდღიურად 350 000-მდე მომხმარებელს ემსახურება. საქმიანობა 2007 წელს დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 6500-ზე მეტ გადახდის წერტილს ფლობს. კომპანიაში 250-ზე მეტი თანამშრომელია დასაქმებული. შემოგვიერთდი და მიაღწიე წარმატებას ჩვენს გუნდად ერთად.

სს "ოპპა" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციის ქვეგანყოფილების სტაჟიორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სტაჟირება არის ანაზღაურებადი!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

კომპანიაში არსებული აკუმულირებული დასაარქივებელი დოკუმენტების აღწერა, რეესტრში მონაცემების განთავსება, საბუთების დასკანერება და ატვირთვა, ბაინდერებში დაფაილება მონაცემების მითითებით და დასაარქივებლად გამზადება.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრი, სტუდენტი

დამატებითი მოთხოვნები: უპირატესობად ჩაითვლება დოკუმენტებთან მუშაობის გამოცდილება

უნარები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სამუშაოს ორგანიზება;

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 30.06.2019-ის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@oppa.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს "ოპპა" - მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში. დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და განიხილოს სხვა პოზიციაზეც.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |