www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: დაცვის თანამშრომელი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 6 ივნისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

კომპანია "არქი" წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. დღეს, არქი ითვლის 20 დასრულებულ პროექტს და 16 მიმდინარე მშენებლობას საქართველოში.

ჩვენი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები მორგებულია ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანისათვის, თბილისის ყველა უბანში.

კომპანია არქი აცხადებს ვაკანსიას დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე.

დასაქმების პირობები:

დასაქმების ადგილი: კომპანია "არქის" დასრულებული საცხოვრებელი სახლები.
გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მესამე დღეს.

დაცვის თანამშრომელი

მოვალეობები:

** მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი
** ვიზიტორების მოძრაობის კონტროლი
** მრავალბიანიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე services@archi.ge არაუგვიანეს 2019 წლის 22 ივნისისა.

გთხოვთ ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას "არქის" მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |