www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: სტენდერსი
გამოქვეყნდა: 6 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

კოსმეტიკური ბრენდი "სტენდერსი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.

მისამართი: რუსთაველის 2/4. სავაჭრო ცენტრი " გალერეა თბილისი".

ძირითადი მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი.
** ენები: ინგლისური და რუსული ენების საშუალო დონეზე ცოდნა აუცილებელია.
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება გაყიდვების ან მომსახურების სფეროში.
** გამართული მეტყველება და გადმოცემის უნარი.
** კომუნიკაბელური, თავაზიანი, ორგანიზებული, შრომისმოყვარე ენერგიული.
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი.
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;
** სასიამოვნო გარეგნობა.
** ასაკი 25-დან 35 წლამდე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა.
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურება კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** სალაროს პროგრამაში მუშაობა;
** პროდუქციის განლაგების კონტროლი;

კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს, მოქნილ სამუშაო გრაფიკს, განვითარების შესაძლებლობას. სტაჟის მატებასთან ერთად გათვალისწინებულია სარგებლის ზრდა.

თუ გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს, პროფესიულად განვითარდეთ და აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს გამოაგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით, მისამართზე: geostenders@gmail.com (ფოტოსურათის გარეშე კანდიდატურა არ განიხილება).

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 30 ივნისი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს. მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |