www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარისხის მართვის მენეჯერი
მომწოდებელი: არქი
გამოქვეყნდა: 6 ივნისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

კომპანია "არქი" წამყვანი დეველოპერული კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. დღეს, არქი ითვლის 20 დასრულებულ პროექტს და 16 მიმდინარე მშენებლობას საქართველოში.

ჩვენი მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები მორგებულია ყველა გემოვნებისა და მოთხოვნილების ადამიანისათვის, თბილისის ყველა უბანში.

კომპანია "არქი" აცხადებს ვაკანსიას ხარისხის მართვის მენეჯერის პოზიციაზე.

ხარისხის მართვის მენეჯერის ფუნქციები იქნება:

** ობიექტების ჩამოვლა და სარემონტო სამუშაოების შესრულების ხარისხის მონიტორინგი - ტექნიკური ხარვეზების აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩამოვლა - ლიფტის, სადარბაზოს განათების და სისუფთავის მონიტორინგი. ხარვეზის/გაუმართაობის შესახებ ინფორმაციის აღრიცხვა და უშუალო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გარე და შიდა პერიმეტრის ვიდეო-კამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; საჭიროების შემთხვევაში, ვიდეო-ჩანაწერების მონიტორინგი და შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა;
** მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების და მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკური სამუშაოების დაგეგმვა, ორგანიზება და სამუშაოების შესრულების მეთვალყურეობა;
** ობიექტებზე თანამშრომელთა დასწრების კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სარემონტო/სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობის ან/და წარმოების მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** მცირე გუნდების მართვის გამოცდილება;
** ვიდეო - კამერებთან მუშაობის გამოცდილება.

თუ აკმაყოფილებთ ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გთხოვთ თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე services@archi.ge არაუგვიანეს 2019 წლის 22 ივნისისა.

გთხოვთ ელექტრონული ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გთხოვთ გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო სამი წლის განმავლობაში შეინახება კომპანიის მონაცემთა ბაზაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას "არქის" მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |