www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: თიბისი ფეი
გამოქვეყნდა: 6 ივნისი / განცხადების ვადა: 19 ივნისი

"თიბისი ფეი" აცხადებს ვაკანსიას ოფის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო მოვალეობები:

** სხვადასხვა განყოფილებებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ოფიციალური წერილების მომზადება და ადრესატთან დროულად გაგზავნა;
** შემოსული და გასული კორესპონდენციის აღრიცხვა, შენახვა და ადრესატთან გაგზავნა;
** შიდა ნორმატიული დოკუმენტაციის რეგისტრაცია, შენახვა და საჭიროების შემთხვევაში თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
** კომპანიაში თანამშრომელთა დასწრება/რეგისტრაციის მონიტორინგი, შესაბამისი რეპორტების წარმოება და შესაბამის თანამშრომლებთან გაგზავნა;
** თანამშრომელთა შვებულებების ადმინისტრირება;
** თანამშრომლების მივლინებების დროს სასტუმროების და სამგზავრო ბილეთების დაჯავშნა;
** მომხმარებლების მიღება, ვიზიტის საჭიროების დადგენა და სწორედ გადამისამართება;
** ორგანიზაციის შიდა ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავსი სამუშაო გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების სამუშაო დონეზე ცოდნა (MS Office);
** ინგლისური და რუსული ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

უნარები:

** ამ პოზიციაზე ვეძებთ თანამშრომელს, რომელიც თავისი მოტივაციით, თანამშრომლების/მომხმარებლების დახმარების მუდმივი მზადყოფნითა და კარგი კომუნიკაციის უნარებით იქნება საუკეთესო გუნდის წევრი.
** ადმინისტრაციული საქმის ორგანიზებისთვის აუცილებელია მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიეტირებულობა.

სამუშაო პირობები:

თიბისი ფეი, სს თიბისი ბანკის შვილობილი კომპანიაა 2008 წლიდან. ჩვენს გუნდში ვეძებთ ინტერესიან და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მხრივ ვუქმნით საუკეთესო სამუშაო გარემოს, რომელიც დაფუძნებულია გუნდურ მუშაობაზე და განვითარებაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული (10:00-19:00)
სამუშაო დღეები - ორშაბათი-პარასკევი
ანაზღაურება: შეთანხმებით (გამოცდილებისა და კომპეტენციებიდან გამომდინარე)

გთხოვთ, არაუგვიანეს 19 ივნისისა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე - vacancy@tbcpay.ge და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან.

შპს "თიბისი ფეი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 17 18 19, ელ ფოსტა: info@tbcpay.ge

გაცნობებთ, რომ შპს "თიბისი ფეი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |