www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მიმღები-ადმინისტრატორი
მომწოდებელი: სასტუმრო სტანცია ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 6 ივნისი / განცხადების ვადა: 5 ივლისი

სტეფანწმინდის ცენტრში ახალგახსნილი 20 ნომრიანი სასტუმრო "სტანცია ყაზბეგი" აცხადებს ვაკანსიას მიმღები-ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოთხოვნები:

** მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** Booking-ზე, Expedia-ზე მუშაობის გამოცდილება;
** რუსული და ინგლისური ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასიამოვნო გარეგნობა;
** მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, ყურადღების გამოხატვა, სასიამოვნო საუბარი, სწორი გადამისამართება);
** სხარტი, ლოგიკური აზროვნება;
** დეტალებზე, შესრულების სისწრაფეზე ორიენტირება, კარგი მეხსიერება
** ორგანიზებულობა, კოლეგიალურობა, საქმიანი და კონფიდენციალური სამუშაო გარემოს შექმნის უნარი
** გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (ექსელის ცოდნა აუცილებელია)
** დეტალებისადმი ყურადღებიანი, ორგანიზებული, პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე
** კომუნიკაბელურობა, არაკონფლიქტურობა
** სტრესულ გარემოში მუშაობის და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი
** სამუშაოს დაგეგმვის და მისი დროულად შესრულების უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების, რეგისტრაციის პროცედურების და ოთახის გამოყოფის პროცედურების განხორციელება;
** სტუმრებისათვის ოთახების წინასწარი დაჯავშნა, მათი შეხედულებისამებრ და ბაზაში ასახვა კომპიუტერში ჩასვლისას;
** სტუმრების მიერ შევსებული ყველა ინფორმაციის რეგისტრაცია კომპიუტერში;
** მენეჯმენტის მიერ გაცემული დავალების ფარგლებში ამოცანების განხორციელება;
** სტუმრების მიერ სასტუმროს დატოვებამდე გასაღების შემოწმება, ჩაბარება და პროგრამაში შეტანა, ცარიელი ოთახის გასაღებების შემოწმება;
** ოთახების რეზერვაციების მონიტორინგი და მათი სამომავლო დაჯავშნის ხელშეწყობა;
** სტუმრებისათვის სასტუმროს და მისი სერვისების შესახებ ინფორმირება (სასტუმროს, რესტორნის, ტურების, ტრანსფერების) და ამ სერვისების გაყიდვის მცდელობა;
** ნაღდი და საკრედიტო ბარათებით ანგარიშსწორების სისწორის უზრუნველყოფა.
** ყველა სტუმრის საჩივრებისა და პრობლემების გადაწყვეტა მაქსიმალურად სწრაფად და ორგანიზებულად;
** შემოსავლების მართვა და ბელ-ბოის მომსახურების მონიტორინგი;
** ყოველდღიური აუდიტი, რეპორტინგი (შემოსავლების მართვა).

დარიცხული ანაზღაურება: 800-1000 ლარი (გამოცდილებისა და საჭირო უნარების გათვალისწინებით)
გრაფიკი: ცვლაში შეთანხმებით.
სამუშაო ადგილი: სტეფანწმინდა (ყაზბეგი), ცენტრი.
კვება, საცხოვრებელი, მეგობრული და სასიამოვნო სამუშაო გარემო უზრუნველყოფილი იქნება სასტუმროს მიერ.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr.stancia@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |