www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრენინგი UN CRPD-ის მონიტორინგის შესახებ
მომწოდებელი: გაეროს განვითარების პროგრამა
გამოქვეყნდა: 6 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

"გაეროს განვითარების პროგრამა" (UNDP) ახორციელებს პროექტს "მთავრობის შესაძლებლობების გაძლიერება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციისთვის". პროექტის ერთ-ერთი მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება კონვენციის მონიტორინგის ნაწილში. ამ მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველთან თანამშრომლობით პროექტის ფარგლებში იგეგმება ორი ორდღიანი ტრენინგის ჩატარება.

ტრენინგის თემებია:
** კონვენციის ეფექტიანი მონიტორინგი;
** არასამთავრობო და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების როლი მონიტორინგის განხორციელებისას;
** ჩრდილოვანი ანგარიშების შემუშავება გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კომიტეტისთვის.

ტრენინგს გაუძღვება ბრიტანელი ექსპერტი, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. ტრენინგი ჩატარდება ინგლისურ ენაზე. სინქრონული თარგმანი უზრუნველყოფილი იქნება.

ორდღიანი ტრენინგი ჩატარდება 15-16 და 17-18 ივლისს. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მშობელთა ორგანიზაციის წარმომადგენლებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის წარმომადგენელ ადამიანის უფლებათა აქტივისტებს, რომელთა ძირითადი საქმიანობის სფეროა მონიტორინგი და ადვოკატირება. მონაწილეობა შეუძლიათ აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს. მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სფეროში მონიტორინგისა და ადვოკატირების მიმართულებით მუშაობის სულ მცირე ერთწლიანი გამოცდილება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ, რეზიუმე/CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე dpotrainings2019@gmail.com

სამოტივაციო წერილში უნდა იყოს აღწერილი კანდიდატის/წარმდგენი ორგანიზაციის გამოცდილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მონიტორინგის მიმართულებით, თუ რატომ გსურთ ტრენინგში მონაწილეობა და როგორ გამოიყენებთ მიღებულ ცოდნას თქვენს სამომავლო საქმიანობაში. სამოტივაციო წერილი არ უნდა აღემატებოდეს 400 სიტყვას.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 2019 წლის 25 ივნისი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |