www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: IT სპეციალისტი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 6 ივნისი / განცხადების ვადა: 5 ივლისი

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიური დისტრიბუციას საქართველოსა და სომხეთში (Rexona, Axe, Clear, Domestos, Lipton, Calve, Algida, Persil, Perwoll, Palette, Gliss Kur, Syoss, Fa, Selpak, Freken Bok, Tchibo, Libero, Libresse, Carlsberg, Friso და სხვა).

ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი, ერთგული, ენთუზიაზმით სავსე, ენერგიული, შრომისმოყვარე კადრები, რომლებსაც მოსწონთ და იზიარებენ გუნდური მუშაობის პრინციპს, სურთ განავითარონ თავიანთი კარიერა და ჩამოყალიბდნენ მაღალი დონის პროფესიონალებად.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.sharm.ge

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას IT სპეციალისტის თანამდებობაზე

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით)

ფუნქცია-მოვალეობები:

** ოფისის ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა
** ტექნიკური დახმარების დროული აღმოჩენა პერსონალისათვის
** IT მომსახურება
** კომპიუტერების აწყობა, შიდა ქსელის ტექნიკურად და პროგრამულად გამართვა
** ოპერაციული სისტემების ინსტალაცია, კონფიგურაცია, დიაგნოსტიკა პრობლემების გამოვლენა და აღმოფხვრა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით
** მართვის მოწმობა B კატეგორია (აუცილებელი მოთხოვნა)
** ქსელის ფიზიკური და თეორიული საფუძვლების ცოდნა

დამატებითი უნარები:

** მათემატიკური უნარ-ჩვევები
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი
** მიზანდასახული
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** მიზანდასახული
** ენერგიული

აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დასაწყებად აუცილებელია საკუთარი მსუბუქი ავტომობილი (კომპანია უზრუნველყოფს სამუშაოსთვის საჭირო საწვავს).

ჩვენ გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ ტრეინინგებს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას. ჩვენი თანამშრომლები უზრუნველყოფილნი არიან ჯანმრთელობის დაზღვევით და სამსახურეობრივი მოვალეობების შესასრულებლად საჭირო ყველა დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV მისამართზე: vacancy@sharmtrading.ge სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "IT სპეციალისტი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |