www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: WiFisher.com
გამოქვეყნდა: 6 ივნისი / განცხადების ვადა: 30 ივნისი

"WiFisher" მარკეტინგული პლატფორმაა ფიზიკური ლოკაციის მქონე ბიზნესებისთვის (აეროპორტი, მოლი და ა.შ.). ბიზნესებს ვეხმარებით თავიანთი მომხმარებლის უკეთ გაცნობაში და ვაძლევთ სხვადასხვა სახის ინსტრუმენტს შემოსავლების გასაზრდელად. ამ ეტაპზე ვემსახურებით 280-ზე მეტ კლიენტს 6 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოს ძირითად აეროპორტებსა და მოლებს.

ვეძებთ გუნდის წევრს ბუღალტრის პოზიციაზე.

მოვალეობები:

** კომპანიის ფინანსური აღრიცხვის ყოველდღიური წარმოება და მონიტორინგი IFRS სტანდარტებზე დაყრდნობით, საქართველოს შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი რეგულაციების გათვალისწინებით;
** ყოველდღიური ბუღალტრული გატარებების წარმოება;
** პირველადი დოკუმენტების (ანგარიშ-ფაქტურები, ინვოისები, მიღება-ჩაბარების აქტები, ზედნადებები და სხვა) შენახვა, აღრიცხვა, დაარქივება;
** ​დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი და მონიტორინგი;
** საგადასახადო დოკუმენტაციის მოწესრიგება;
** ძირითადი საშუალებების აღრიცხვა, ცვეთის დარიცხვა და კონტროლი;
** ხელფასის გაანგარიშება/დარიცხვა/გადარიცხვა;
** საბანკო ამონაწერების დამუშავება;
** ​ანგარიშვალდებულ პირებზე გაცემული/ჩარიცხული თანხების კონტროლი;
** RS.ge-ზე ასახული მონაცემების შედარება ბუღალტრულ პროგრამასთან;
** ნებისმიერი ფულადი გადარიცხვების საგადასახადო კუთხით განხილვა;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება, შემოწმება და კანონით განსაზღვრულ ვადებში წარდგენა;
** სხვადასხვა სახის ბუღალტრული რეპორტების მომზადება;
** პერიოდული ფინანსური უწყისების და ანგარიშების მომზადება;
** სხვა ბუღალტრული საქმიანობები კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:

** უმაღლესი განათლება საბუღალტრო ან ფინანსური განხრით (ACCA-ს პირველი დონის სერთიფიკატი ჩაითვლება უპირატესობად);
** ინგლისური ენის ცოდნა;
** ბუღალტრად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** სავალდებულოა საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საგადასახადო კოდექსის კარგი ცოდნა;
** ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების ცოდნა;
** საბუღალტრო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** RS.ge-ზე მუშაობის გამოცდილება
** ​ინტერნეტ-ბანკთან მუშაობის გამოცდილება.

პიროვნული თვისებები:

** ორგანიზებული და დეტალზე ორიენტირებული
** პრობლემების გადაწყვეტის უნარ-ჩვევები
** შრომისმოყვარე, პასუხისმგებლობის გრძნობით და დისციპლინირებული
** დროის ეფექტური მართვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე: toptalent@wifisher.com. დანიშნულებაში გთხოვთ, მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილება განაცხადი.

ჩვენთან მუშაობის უპირატესობები:

** კომპანია გლობალური მიზნებით (მეტი ინფო: https://bit.ly/2x1XXlx);
** მაღალი ექსპერტიზის და მოტივაციის მქონე გუნდი;
** სწრაფი ზრდის პოტენციალი.

გამოგზავნის ბოლო ვადა: 2019 წლის 30 ივნისი

წერილის სათაურში გთხოვთ ჩაწეროთ: WiFisher | Accountant

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |