www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ტრეინინგ მენეჯერი
მომწოდებელი: შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 6 ივლისი

სასტუმრო "შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი" აცხადებს ვაკანსიას ტრეინინგ მენეჯერის თანამდებობაზე.

სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი - ამიერკავკასიაში პირველი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო სასტუმრო, რომელიც ბაზარზე 1991 წლიდან ფუნქციონირებს, მდებარეობს ქალაქ თბილისის ისტორიული ნაწილის ცენტრში. ის 2016 წელს ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის - "მერიოტ ინთერნეიშენალის" წევრი გახდა.

სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი, რომელიც თბილისის სავიზიტო ბარათად იქცა, 50 მილიონ დოლარიანი ინვესტიციის შედეგად გარდაიქმნა სივრცედ, სადაც სტუმრებს საშუალება აქვთ ისარგებლონ უმაღლესი ხარისხის პროდუქტითა და მომსახურებით სრულიად განახლებულ და სასიამოვნო სივრცეში.

სასტუმრო, გახსნის შემდეგ მომხმარებელს სრულიად განახლებულ, ფეშენებელურ 220 ოთახს სთავაზობს, მათ შორის საკლუბო და ლუქსის ტიპის ნომრებს.

სტუმრებს ასევე აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფიტნეს და სპა მომსახურებით. ასევე მათ განკარგულებაშია ახალი რესტორნები, ბარები და ექსკლუზიური ლაუნჯები.

სასტუმროს საკონფერენციო და ღონისძიებათა ცენტრი კიდევ უფრო გაფართოვდა. 12 სათათაბირო ოთახი და 2000 კვადრატული მეტრის სივრცე ქალაქში ყველაზე დიდ კონფერენციებს, შეხვედრებს, გამოფენებსა თუ დღესასწაულებს მასპინძლობს; მომსახურება, რომელსაც იგი სთავაზობს სტუმრებს კიდევ უფრო დაიხვეწილია ამ სფეროში არსებული უკანასკნელი მიღწევებით და "შერატონის" ბრენდის უნიკალურ ხელწერად იქცეა.

თუ თქვენ ხართ ამბიციური და ამავე დროს დაინდტერესებული გახდეთ შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის ინოვაციური და შემოქმედებითი გუნდის წევრი, გთხოვთ იხილოთ ვაკანსია და მოთხოვნები ინგლუისურ ენაზე და შეავსოტ განაცხადი შემდეგ ბმულზე:http://www.careers.marriott.com

შერატონი მსოფლიოს შეხვედრების ადგილია! და ჩვენ გვსურს რომ შემოგვიერთდეთ!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |