www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: პროფესიული ორიენტაციის საზაფხულო ბანაკი
მომწოდებელი: საორსა
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 6 ივლისი

პროფესიის არჩევა და კარიერასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება დინამიური და მნიშვნელოვანი პროცესია. სკოლის დამთავრების შემდეგ თქვენ უნდა გადაწყვიტოთ რა პროფესიის დაუფლება გსურთ.

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ კარიერის არჩევა დამსაქმებლის პოვნას, ან ისეთი სამუშაოს არჩევას ნიშნავს, რომლის შესრულებაც სურთ, მაგრამ კარიერის არჩევა ბევრად უფრო მეტია, ვიდრე სამსახურის მოძიება და მუშაობის დაწყება. წარსულში ადამიანები კარიერულ გადაწყვეტილებასა და სამუშაოზე ფიქრს დიდ დროს არ უთმობდნენ, ხშირ შემთხვევაში ისინი ირჩევდნენ და ასრულებდნენ ისეთ სამუშაოებს, რომლებითაც მშობლები იყვნენ დაკავებულები, ან ირჩევდნენ პროფესიას საკუთარი მშობლების აზრის გათვალისწინებით.

კარიერის დაგეგმვის და მართვის არსი მდგომარეობს იმაში, რომ ავირჩიოთ და მიმართულება მისცეთ ცხოვრების კარიერულ ბილიკს, რომელიც მთელი თქვენი სიცოცხლის ნაწილია, ის მოიცავს ყველაფერს რასაც აკეთებთ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საორსა" კურორტ გომარდულში (შუახევის მუნიციპალიტეტი) 13 -17 წლის მოსწავლეებისათვის იწყებს საზაფხულო ბანაკს საავტორო პროგრამით "პროფესიული ორიენტაციის პროგრამა".

ბანაკის მიზანია - დაეხმაროს მოსწავლეებს, საკუთარი პიროვნული მახასიათებლების, მიდრეკილებების, ინტერესების, შესაძლებლობების, ღირებულებების, შრომის ბაზრის მოთხოვნებისა და განვითარების პერსპექტივების გათვალისწინებით აირჩიონ პროფესია.
ბანაკის წარმატებული მონაწილეები გაივლიან სტაჟირებას სხვადასხვა ორგანიზაციებში.

სასწავლო პროგრამა მოიცავს შემდეგ მოდულებს:

** კარიერული განვითარება
** პროფესიის არჩევა - გადაწყვეტილების მიღების პროცესი
** ღირებულებები
** ინტერესები
** უნარები
** პიროვნება
** სამუშაო გარემო და პროფესიული შესაძლებლობები
** იდეალური სამუშაოს ძიების პროცესი

ბანაკის ხანგრძლივობა: 7 დღე
მონაწილეთა ასაკი: 13 - 17 წ
ბანაკის მდებარეობა: საქართველო, აჭარა, შუახევის მუნიციპალიტეტი, კურორტი გომარდული.
პირველი ნაკადი: 29 ივნისი - 5 ივლისი
მეორე ნაკადი: 7 ივლისი - 13 ივლისი
ბანაკში მონაწილეობის ღირებულება: 496 ლარი (ყველა გადასახადის ჩათვლით)

ბანაკში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია:

** კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
** ხელშეკრულების გაფორმება;
** ფორმა 100 წარმოდგენა ;
** სრულყოფილად შევსებული სარეგისტრაციო ფორმა;

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადა: 23 ივნისი 18:00 სთ.

ღირებულებაში შედის:

** 7 დღიანი სასწავლო პროგრამა;
** სპეციალურად შემუშავებული პროფესიული ტესტები, დავალებები, გუნდური და ინდივიდუალური სავარჯიშოები;
** წარმატებულ მეწარმეებთან შეხვედრა;
** ფოტოგადაღებების თეორიული და პრაქტიკული ნაწილი;
** განათლების ფორუმი ( საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ უშუალოდ უნივერსიტეტებისგან ადგილზე ინფორმაციის მიღება);
** ინდივიდუალური კარიერული კონსულტაციები
** სხვადასხვა სახის სპორტული აქტივობები ტრენერების მონაწილეობით;
** ცხოვრება ახალაშენებულ კომფორტულ სასტუმრო კოტეჯებში (სუფთა გარემო);
** ოთხჯერადი კვება (სასტუმროს ერთ-ერთი გამორჩეული უპირატესობა მაღალი ხარისხის ნატურალური საკვებია);
** იოგა;
** მეწარმეობის კვირეული;
** სოციალური და კულტურული ღონისძიებები;
** უსაფრთხოება (24 საათიანი დაცვა, საპატრულო მომსახურება);
** ფოტო და ვიდეო მომსახურება;
** ორენოვანი სერტიფიკატი;
** ბანაკის წარმატებული მონაწილეები გაივლიან სტაჟირებას სხვადასხვა კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 558 10 14 34 ; 555 11 55 91

სარეგისტრაციო ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSeJisZhj3NC8nQrptEjWljyHUvEGUOfmvwdy8A3ntoG9ULreQ/viewform?fbclid=IwAR0Gz9UejlZlqzCCqzLhJz6KEIYafLJjJdeDQ2JoNL0cBhLTDxWyMwhMH_0

მოგვწერეთ ელ-ფოსტაზე: saorsageorgia@gmail.com ან Facebook გვერდზე - https://bit.ly/2WdKeqE



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |