www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: ახალი ნათება
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 17 ივნისი

კომპანია "ახალი ნათება" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის თანამდებობაზე ავეჯისა და განათების შოურუმში.

ანაზღაურება: ძირითადი ხელფასი - 700 ლარი, დამატებით გათვალისწინებული იქნება ყოველთვიური ბონუსური წახალისების სისტემა.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, სავაჭრო ცენტრი "ისთ ფოინტი"
სამუშაო საათები: სრული განაკვეთი.
სხვა პირობები: დასაქმებული უზრუნველყოფილი იქნება კერძო დაზღვევის პოლისით.

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტის ეფექტური, თავაზიანი მომსახურება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილი ცოდნა;
** მყიდველებს გაუწიოს კვალიფიციური მომსახურება პროდუქციის შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** იზრუნოს მაღაზიაში პროდუქციის სრულყოფილად წარმოჩენასა და დადგენილი სტანდარტებით განთავსებაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** აუცილებელია რუსული ან/და ინგლისური ენების ცოდნა.
** სასურველია გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

სასურველი უნარ-ჩვევები:

** მოწესრიგებული და კეთილგანწყობილი
** კომუნიკაბელური, ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარით
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
** პუნქტუალური და დისციპლინირებული, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართზე: info@newlight.ge არაუგვიანეს 2019 წლის 17 ივნისისა და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება:" sales consultant ". წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |