www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ოჯახის ექიმი
მომწოდებელი: ევექსის კლინიკები
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 20 ივნისი

სს "ევექსის კლინიკები" აცხადებს ვაკანსიას ოჯახის ექიმის პოზიციაზე ქუთაისში.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქუთაისი, ი. პავლიაშვილის ქ. N-9; N-11, წმინდა ნიკოლოზის სახელობის სამედიცინო ცენტრი.

სამუშაო გრაფიკი: 6 სამუშაო დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს 10:00 საათიდან 14:00 საათამდე;

ძირითადი მოვალეობები:

** კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა კომპანიაში დანერგილი სამედიცინო გაიდლაინების გათვალისწინებით;
** შიდა პროტოკოლების, ინსტრუქციების შესრულება სამედიცინო მომსახურების გაწევისას;
** პაციენტის მიღება, ინტერვიუირება, ანამნეზის შეკრება;
** ჩატარებული ლაბორატორიული და სხვა დიაგნოსტიკური კვლევების იდენტიფიცირება;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება;
** საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დოკუმენტაციის (ბიულეტინის, ფორმა 100-ს, რეცეპტი) გაცემის უზრუნველყოფა;
** პაციენტის სპეციალისტებთან სწორი გადამისამართება;
** პაციენტის ინფორმირებულობის უზრუნველყოფა მკურნალობის სქემის შესახებ;
** ქრონიკული შემთხვევების მენეჯმენტი;
** პაციენტის განათლება და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების გზით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა სახელმწიფო ლიცენზია საოჯახო მედიცინის სპეციალობით;
** სავალდებულოა აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;
** პრიორიტეტულია კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 20 ივნისი, 2019 .

დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://evex.ge/ka/vacancy/ojaxis-eqimi-qutaisshi/233

"სს ევექსის კლინიკები" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

სს ევექსის კლინიკებში თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სს ევექსის კლინიკების მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |