www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ბრენდის განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: ნოვა
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 25 ივნისი

სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვა" (http://www.nova.ge | http://www.avzi.ge | http://www.saxuravi.ge) აცხადებს ვაკანსიას ბრენდის განვითარების მენეჯერის პოზიციაზე ქ. თბილისში;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

კონკრეტული ბრენდების მიხედვით:

** ბაზრის კვლევა (კონკურენტები, ფასები და ა.შ.);
** ბრენდის განვითარების დაგეგმვა და ანალიზი;
** ბრენდის პოზიციონირების სტრატეგიის შემუშავება/განვითარება, ბიუჯეტის შედგენა და მართვა;
** მაღაზიათა ქსელის პერსონალის ინფორმირებისათვის საჭირო მასალების მომზადება და გაცნობა, პროდუქტების შესახებ სიახლეების მუდმივი მიწოდება;
** პროდუქციის ვიზუალური სტენდების შექმნა და წარმოჩენა მაღაზიათა ქსელებში;
** გაყიდვების გეგმის შედგენა, ანალიზი, მონიტორინგი და სტიმულირება;
** ფასწარმოქმნის საკითხებთან დაკავშირებით რეკომენდაციების შემუშავება;
** პრომო აქციების დაგეგმვა და მართვა;
** ​რეპორტინგი.
** უშუალო ხელმძღვანელის ცალკეული სამსახურეობრივი დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება/მარკეტინგის განხრით);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Power Point, Photoshop, Internet );
** ქართული ენის სრულყოფილად ფლობა და გამართული მეტყველება;
** რუსული ენების ცოდნა (B2-დონე).

სხვა მოთხოვნები:

** სამუშაოს დაგეგმვის, განაწილების და ბოლომდე მიყვანის უნარი;
** ​შემოქმედებითობა, იმპროვიზაციის უნარი;
** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა და პუნქტუალურობა;
** საქმის და დროის სწორად გადანაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი;

ანაზღაურება - შეთანხმებით კვალიფიკაციის მიხედვით
სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2019 წლის 25 ივნისი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ სამოტივაციო წერილი და CV ფოტოსურათთან ერთად ელექტრონულ მისამართზე HR@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ბრენდის განვითარების მენეჯერი".

დავუკავშირდებით, მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |