www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ხარატი-შიგმჩარხავი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 6 ივლისი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ზეინკალ-მეიარაღის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 600-დან 1500 ლარამდე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** უბრალო დეტალების დამუშავება მე-12-14-ე კვალიტეტით უნივერსალურ შიგმჩარხავ ჩარხზე, მჭრელი ინსტრუმენტისა და უნივერსალური სამარჯვების გამოყენებით;
** ​შიგმჩარხავი ჩარხების მართვა შპინდელის დიამეტრით 200-დან 250-მდე, უფრო მაღალი კვალიფიკაციის ხარატ-შიგმჩარხავის ხელმძღვანელობით.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

** ერთნაირი ტიპის შიგმჩარხავი ჩარხების აგებულება და მუშაობის პრინციპი;
** მეტნაკლებად გავრცელებული უნივერსალური და სპეციალური სამარჯვების დასახელება, დანიშნულება და გამოყენების პირობები;
** საზომ-საკონტროლო ინსტრუმენტის აღნაგობა;
** ​დაშვებების და ჩასმების სისტემები;
** სიმქისის კვალიტეტები და პარამეტრები;
** ​გამაგრილებელ-საპოხი სითხეების დანიშნულება და თვისებები.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ხარატი-შიგმჩარხავი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |