www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: კომპანიის დირექტორი/სამზარეულოს ფინანსური მენეჯერი
მომწოდებელი: თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 22 ივნისი

თბილისის თავისუფალი ვალდორფის სკოლა-ბაღი 1994 წელს დაარსდა და აგერ უკვე 25 წელია წარმატებით ახორციელებს თავის საქმიანობას ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. სკოლის როგორც შინაარსობრივი, ასვე სტრუქტურული მხარე მკვეთრად განსხვავდება ქვეყანაში არსებული სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისგან, რაც უფრო საინტერესოს ხდის ჩვენთან დასაქმებას. სკოლა აცხადებს დირექტორის ვაკანსიას შვილობილი ორგანიზაციის, რომელიც უზრუნველყოფს სკოლაში სამზარეულოს ფუნქციონირებას.

სამუშაო პირობები: ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი (საბურთალო, თოფურიას #2.)
სამუშაოს დაწყების თარიღი: 1 სექტემბერი 2019წ.
სამუშაო დღეები სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას: ორშაბათი-შაბათი;
სამუშაო განაკვეთი: არასრული.

პოზიცია: კომპანიის დირექტორი/სამზარეულოს ფინანსური მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები:

** სამზარეულოს მუშაობის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი
** შესყიდვების დოკუმენტაციის წარმოება, შრომისა და უსაფრთხოების წესების, ასევე სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ცოდნა-დაცვა
** მენიუს შედგენა და საკვები ულუფის თვითღირებულების ელექტრონული კალკულაცია
** პროდუქტის შესაბამისობის სერთიფიკატით მიღების, შენახვის, დეფროსტაციის, (გალღვობა)და მომზადების პროცედურების სრული დაცვა
** ნედლეულის ხარისხისა და წონის კონტროლი
** სურსათისა და სამზარეულოსთან დაკავშირებული სხვა შესყიდვებისთვის სახსრების ეფექტიანი ხარჯვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური ან კვების მრეწველობის მიმართულებით პროფესიული განათლება
** სურსათის უვნებლობის სტანდარტების ცოდნა

დამატებითი უნარები:

** საოფისე პროგრამების ცოდნა
** პრობლემის იდენტიფიცირებისა და მყისიერი რეაგირების უნარი
** სტრესული სიტუაციების მართვა
** ეფექტური კომუნიკაციისა და დროის მართვის უნარი

პიროვნული უნარები:

** მოტივირებულობა
** შრომისმოყვარეობა
** პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ორგანიზებულობა

ჩვენ გთავაზობთ:

** თბილ და მეგობრულ გარემოს, თანადგომას სამუშაო პროცესის გამართულად და
** ეფექტურად განსახორციელებლად.

შერჩევის მეთოდი:

შერჩევა მოიცავს ორ ეტაპს: რეზიუმეების გადარჩევა, ინდივიდუალური გასაუბრება.

დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმეს შემცველ ფაილს დაარქვით თქვენი სახელი და გვარი. წერილის სათაურში მიუთითეთ ის ვაკანსია, რომელზედაც აგზავნით თქვენს მონაცემებს (აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ნომერი) და გადმოაგზავნეთ შემდეგ ელ. მისამართზე: waldorfschule@waldorfschule.ge

გისურვებთ წარმატებას!



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |