www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: რეზინის დამწებებელი
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 6 ივლისი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ზეინკალ-მეიარაღის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 600-დან 1500 ლარამდე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** ტექნოლოგიური პროცესების შესაბამისად საინჟინრო ქონების, ქიმიური დაცვის და სამედიცინო დანიშნულების საშუალო სირთულის კონსტრუქციის დეტალების და ნაკეთობების, სახალხო მოხმარების საქონელის და რეზინო-ტექნიკური ნაკეთობის მაგიდებზე, დოლურებზე, სამარჯვებში და კონვეირებზე დაწებება, დაწებება-დამზადება და დაწებება-აწყობა;
** ​საგლინავ მაგიდებზე რეზინიანი ან მორეზინებული ქსოვილიანი ლილვაკების დაყენება;
** ტექნოლოგიური რუქის შესაბამისად გასაბრტყელებელ მაგიდაზე გამტკეცილი-დაუთოებული რეზინის, კორდისა და სხვა მასალების გაბრტყელება, მონიშვნა და გამოჭრა;
** დეტალების და ნაკეთობების მოხაოიანება, გორგოლაჭით გაბრტყელება, შესაკრავის ჩადება, ნამზადზე ზედმეტი ნაწილის შემოჭრა, ნაკეთობის ლენტით ამოვსება, არამყარი ნაკეთობის და გაბერილი ნახვრეტების დაწებება, ვიზუალური დათვალიერება;
** ​კონვეირის ლენტაზე კალაპოტის დაყენება ან კონვეირის საკიდებზე ჩამოკიდება, კალაპოტზე დეტალების დადება.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

** დეტალებისა და ნაკეთობების დაწებების, დაწებება-აწყობის ტექნოლოგიური პროცესის საფუძვლები და რაციონალური ხერხები;
** დეტალების და დამხმარე მასალების კონსტრუქცია და დანიშნულება;
** წებოს რეცეპტი და კონსისტენცია;
** ​შრობის ტექნოლოიგიური რეჟიმი;
** დასაწებებელი დეტალების მოჭიმვა;
** გამოყენებული მანქანების და სამარჯვების მოწყობილობა;
** ​ზონარების დახვევის და ხვიების მოჭრის სწორი ხერხები;
** მზა ნაწარმის სპეციფიკაცია, სახეობა და დანიშნულება;
** ნაკეთობის და ნახევარფაბრიკატის ხარისხიადმი წაყენებული მოთხოვნები.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "რეზინის დამწებებელი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |