www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: სისტემური ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივნისი

"ლიბერთი" - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები

** სერვერების/სერვისების მართვა და ადმინისტრირება;
** სერვერების და სერვისების განახლება/ინსტალაცია;
** სერვერული ინფრასტრუქტურის დიზაინის და განვითარების გეგმის შემუშავება;
** სერვერულ ინფრასტრუქტურაში წარმოქმნილი პრობლემების დიაგნოსტიკა და პრობლემების მოგვარება;
** სერვერების და აპლიკაციების მონიტორინგი, რეკომენდაციების მომზადება.

ძირითადი მოთხოვნები

** უმაღლესი განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით;
** 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება სისტემური ადმინისტრატორის პოზიციაზე;
** Microsoft Window Server-თან მუშაობის გამოცდილება;
** ვირტუალიზაციასთან მუშაობის გამოცდილება;
** Active Directory, DNS, Terminal Service, WSUS, File Server, IIS, Print Service, System Center CM, Skype for Business, Exchange Server -თან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია HP, IBM სტორიჯებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია SAN ინფრასტრუქტურასთან მუშაობის გამოცდილება;
** HP, DELL, IBM ფიზიკურ სერვერებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია MS SQL Server-თან მუშაობის გამოცდილება;
** ანტივირუსულ სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** სარეზერვო კოპირების სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
** PowerShell, Batch-ში მუშაობის გამოცდილება;
** გამოცდილება კომპლექსური ტექნიკური პრობლემების დიაგნოსტიკაში;
** ინგლისურ ენაზე წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი.

პიროვნული უნარები

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარი;
** სწრაფად სწავლის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო საათები: სრული განაკვეთი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2019 წლის 21 ივნისის ჩათვლით.

გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას მეილში საგნის მისათითებელ ველში (subject line) მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება.

შეტყობინება: "ლიბერთი ბანკი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც "ლიბერთი ბანკისთვის" ხელმისაწვდომი გახდება ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).
კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, "ლიბერთი ბანკმა" შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ "ლიბერთი ბანკს" (ვებ გვერდზე http://www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე).
გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მოანცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "ლიბერთი ბანკში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც "ლიბერთი ბანკში" დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |