www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 6 ივლისი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას მღებავის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 600-დან 1500 ლარამდე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** ზედაპირების შეღებვა, რომლებიც არ მოითხოვენ მაღალხარისხოვან დამუშავებას, საგოზავის წასმის შემდეგ, გრუნტის ფენას და მათ გაპრიალებას, სხვადასხვა გამაპრიალებელი მასალებით;
** დეტალების შეღებვა ამოვლების მეთოდით და ფუნჯით საგოზავისა და გრუნტის გარეშე;
** შესაღები ზედაპირების გაწმენდა ხენჯისაგან, კოროზიისაგან, ლაქ-საღებავების ნარჩენებისაგან, მტვრისა და სხვადასხვა ჭუჭყისგან ფუნჯით და საფხეკელებით;
** დეტალების გარეცხვა ტუტეებით, წყლით და გამხსნელებით;
** ​ზედაპირების მომზადება შესაღებად;
** ზედაპირების განცხიმვა, ალიფით დაფარვა და გრუნტით დაფარვა;
** ლაქ-საღებავი მასალების გაფილტვრა;
** შეღებილი ნამზადების შრობა;
** გაწმენდა და გარეცხვა გამოყენებული ინსტრუმენტების, ფუნჯების, ტრაფარეტების, ტარის, საღებავის ​გამფრქვევის, შლანგების;
** ლაქ-საღებავის მიღება და სამუშაო ადგილზე მიტანა;
** დეტალების, ნამზადების სპეციალურ მოწყობილობაზე ჩამოკიდება და მოხსნა შეღებვის შემდეგ;
** საღებავების, ლაქების, საგოზავების, გრუნტის და საცხებების შედგენა უფრო მაღალი კვალიფიკაციის მღებავის ხელძღვანელობით.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

** დეტალების შეღებვის მოქმედებები ამოვლების მეთოდით;
** ზედაპირის შეღებვისათვის მომზადების წესები;
** მოთხოვნები გასაწმენდი ზედაპირისადმი: კოროზიაზე, ხენჯზე და მისგან დაცვის საშუალებები;
** საღებავების, ლაქების, ემალის, გრუნტის, საგოზავის დასახელება და სახეები;
** ​საგოზავი მასალების შემადგენლობა;
** საშრობი კამერების და კარადების მომსახურების წესები და ნამზადების შრობის რეჟიმები;
** საღებავის ხელით მორევის მეთოდები;
** სამღებრო ინსტრუმენტის დანიშნულება და გამოყენება;
** გამოსაყენებელი ინსტრუმენტების, ფუნჯების სხვადასხვა ტიპის, ტარის და საღებავმფრქვევი აპარატების შემადგენლობა, გარეცხვის და გაწმენდის მეთოდები;
** ტექნიკური უსაფრთხოების ნორმები სამღებრო სამუშაოების ჩატარების პროცესში.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მღებავი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |