www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მწვანე საფარის მომვლელი
მომწოდებელი: თაბორი რიზორთსი
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 6 ივლისი

შპს "თაბორი რიზორთსი" - საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტი აცხადებს ვაკანსიას მწვანე საფარის მომვლელის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, შინდისის გზა, თაბორის ტერიტორია
განაკვეთი: სრული

http://www.gcfund.ge/en/hospitalityandrealestate/10/

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** გოლფის მოედნის სათამაშოდ მომზადება
** მომიჯნავე ტერიტორიების მოვლა-პატრონობა: ხის ზედმეტი ტოტების მოჭრა, დაზიანებული ტერიტორიების შეკეთება, მოედნის ნიშნულების შეცვლა, მოედნის მორწყვა და საჭირო სასუქის/ქიმიკატების ტერიტორიაზე შეტანა
** საირიგაციო სისტემების აპარატურისა და აღჭურვილობის მოვლა-პატრონობა
** ტერიტორიის მავნებლებისაგან დაცვის ღონისძიებების გატარება და კონტროლი
** წინასწარ გაწერილი გრაფიკით ტერიტორიის მოვლა
** ნიადაგის ან რაიმე ინერტული მასალისაგან წარმოქმნილი ბორცვების გაშლა
** ტვირთის გადაადგილება
** კვალიფიკაციის ფარგლებში, უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სხვა ტექნიკური სამუშაოების შესრულება
** უსაფრთხოების ნორმების დაცვა

საჭირო კვალიფიკაცია და უნარები:

** პროფესიული ან აკადემიური განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
** ქიმიკატების და სასუქების გამოყენების ცოდნა;
** საირიგაციო სისტემებში სამუშაო გამოცდილება
** რადგანაც გოლფის მოედნის ტექნიკური მენეჯერი ექსპატია, ინსტრუქციების გასაგებად საჭიროა ინგლისურ ენაზე საუბარი. სასურველია რუსული ენის ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების საშუალო დონეზე ცოდნა;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV hr@gtdf.ge არა უგვიანეს 2019 წლის 06 ივლისისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |