www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 6 ივლისი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ზეინკალ-მეიარაღის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 600-დან 1500 ლარამდე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** მრგვალი პროფილის მაღალხარისხოვანი მარკის ფოლადებისგან დამზადებული მდგრადი დეტალების გარე ზედაპირების ხეხვა მე-11 ქვალიტეტით და სიმქისის პარამეტრებით Ra 5-1, 25 ბრტყლად სახეხ, მრგვლად სახეხ და უცენტრო სახეხ ჩარხებზე, სახეხი ქარგოლების სწორებით, ჭრის რეჟიმებისა და დამუშავების თანმიმდევრობის დაცვით, ტექნოლოგიური პროცესის მიხედვით;
** მრგვალი და ბრტყელი პროფილის მაღალხარისხოვანი მარკის ფოლადებისგან დამზადებული მდგრადი დეტალების გარე ზედაპირების და სიბრტყეების ხეხვა და დაყვანა 8-10 ქვალიტეტით და სიმქისის პარამეტრებით Ra 1, 25-0, 63 შესაბამისად გაწყობილ ჩარხებზე;
** დეტალების დაყენება და შემოწმება ჩარხებზე და სამარჯვებში.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

** ერთი ტიპის სახეხი ჩარხების მოწყობილობა და მუშაობის პრინციპი;
** ყველაზე მეტად გავრცელებული სამარჯვების დასახელება, დანიშნულება და გამოყენების პირობები;
** ​საკონტროლო-მზომი იარაღების მოწყობილობა;
** სახეხი ქარგოლების სახეობები; სახეხი ქარგოლების სწორების ხერხები და მათი გამოყენების პირობები, დასამუშავებელ მასალებთან და დამუშავების სისუფთავესთან დამოკიდებულებაში;
** დაშვებების და ჩასმების სისტემა;
** ქვალიტეტები და სიმქისის პარამეტრები;
** ​გამაციებელი და საპოხი სითხეების დანიშნულება და თვისებები.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მხეხავი".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |