www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: სამშენებლო კომპანია ანაგი
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 6 ივლისი

სამშენებლო კომპანია "ანაგი" anagi.ge აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანია დაფუძნებულია 30 წლის წინ და არსებობის მანძილზე უწყვეტად ოპერირებს საქართველოში. მრავალი წელია იგი წარმოადგენს ლიდერ კომპანიას სამშენებლო სექტორში.

იმისთვის, რომ კანდიდატმა მიაღწიოს წარმატებას ჩვენ გვჯერა, რომ ის უნდა იყოს მოტივირებული, განვითარებაზე ორიენტირებული, მიზანდასახული და გრძელვადიანი თანამშრომლობის სურვილით განმსჭვალული. ქონდეს სურვილი, რომ გაიზარდოს კომპანიასთან ერთად და მისთვის ეს ყველაფერი იყოს სასურველი და ცხოვრებაში პრიორიტეტული. ჩვენ ასევე გვჯერა, რომ საქმისადმი დამოკიდებულება, მისი კეთების სურვილი და მაღალი ინტელექტი გაცილებით მნიშვნელოვანი ფაქტორებია წარმატების მისაღწევად, ვიდრე განათლება, გამოცდილება და სხვა კვალიფიციური მახასიათებლები, თუმცა ეს უკანასკნელიც აუცილებელია.

კანდიდატი გაივლის მინიმუმ 1 ტესტს და 2 გასაუბრებას. ანაზღაურების პაკეტი იქნება კონკურენტუნარიანი და რაც მთავარია პერსპექტიული. იგი განისაზღვრება შერჩევის პროცესში და/ან კანდიდატთან მოლაპარაკების დროს. მთავარი ბუღალტერი პასუხისმგებელი იქნება ჯგუფის ფინანსურ დირექტორთან და საბჭოსთან, რომელიც აერთიანებს პარტნიორებს და უმაღლეს მენეჯერებს.

"ანაგის" მიერ გამოცხადებული ეს პოზიცია არის ძალიან საინტერესო და პერსპექტიული, რომლის დეტალებსაც გაეცნობით გასაუბრებაზე.

პასუხისმგებლობა და სამუშაოს აღწერა:

კომპანიის მთავარი ბუღალტერი პასუხისმგებელია უზრუნველყოს კომპანიის ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვა ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს კანონმდებლობის, დადგენილი ვადებისა და აღრიცხვის შემდეგი პრინციპების დაცვით:

** სიზუსტე. უზრუნველყოს ტრანზაქციებისა და ბალანსების ზუსტი აღრიცხვა მათი შინაარსის მიხედვითა და ფორმის დაცვით
** სისრულე. უზრუნველყოს კომპანიის ბიზნეს პროცესების გამართულობა დოკუმენტბრუნვისა და აღრიცხვიანობის თვალსაზრისით. მოიპოვოს ინფორმაცია და დოკუმენტაცია ყველა მომხდარი ტრანზაქციისა და ბალანსის შესახებ და უზრუნველყოს მათი აღრიცხვა სრულად
** დროში გამიჯვნა. უზრუნველყოს ტრანზაქციების რეალური პერიოდის იდენტიფიცირება მათი შინაარსის მიხედვით და შესაბამისი აღრიცხვა
** რეალურობა. უზრუნველყოს ტრანზაქციებისა და ბალანსების რეალურობის დადგენა და მათი შესაბამისი აღრიცხვა
** ღირებულების შეფასება. საჭიროებისამებრ უზრუნველყოს ტრანზაქციების და ბალანსების ნომინალური და რეალური ღირებულების განსაზღვრა და შესაბამისი აღრიცხვა.
** უფლებების და ვალდებულებების პრინციპები. უზრუნველყოს ტრანზაქციებისა და ბალანსების აღრიცხვა მათი წარმოშობის დროს განსაზღვრული უფლებებისა და ვალდებულებების გათვალისწინებით
** გასაგებად აღრიცხვიანობა. ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის შედეგები იყოს გასაგები და იძლეოდეს ანალიზის და აუდიტის მარტივ, სწრაფ და ხარისხიან შესაძლებლობას. აღრიცხვის შედეგები გასაგები უნდა იყოს ყველა არსებული და შესაძლო მომხმარებლისთვის

აქედან გამომდინარე ქვემოთ მოცემულია ფუნქცია-მოვალეობების არასრული სია:

** შემოსავლების სამსახურისთვის საგადასახადო დეკლარაციების დროულად და ზუსტად წარდგენა. საჭიროებისამებრ მათი კორექტირება და არგუმენტირებულად დაცვა დაინტერესბულ მხარესთან წარდგენილი დეკლარაციების სიზუსტე
** დაქვემდებარებული გუნდის მართვა. პროგრამული უზრუნველყოფის უზრუნველყოფა
** მენეჯერული და ფინანსური რეპორტინგი, ფინანსური ანგარიშგების წარდგენის ჩათვლით
** ​აუდიტორებთან და საგადასახადო კონსულტანტებთან შედეგზე ორიენტირებული ურთიერთობა
** ბანკებთან ურთიერთობა
** პირველადი დოკუმენტების დამუშავება და/ან კონტროლი
** საბანკო გადარიცხვების უზრუნველყოფა და მათი კონტროლი
** ​დებიტორებისა და კრედიტორების კონტროლი
** სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან და სხვა ორგანოებთან რეპორტინგი და ურთიერთობა
** სხვა დავალებები საჭიროების მიხედვით, ზემოთ მოცემული მიზნების მისაღწევად

კანდიდატის საკვალიფიკაციო მახასიათებლები:

** 3-7 წლიანი გამოცდილება ბუღალტრული და ფინანსური აღრიცხვის სფეროში ისე, რომ მისი გამოცდილება ზემოთ მოცემული ფუნქციების დიდ ნაწილს მოიცავდეს. მათ შორის 1 ან მეტ წლიანი გამოცდილება მთავარი ბუღალტრის/ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
** საბუღალტრო პროგრამის და ექსელის სამომხმარებლო დონეზე კარგად ცოდნა. სასურველია ERP სისტემასთან მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ACCA-ის წევრი ან სტუდენტი
** საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცოდნა
** სასურველია უცხო ენების ცოდნა
** სხვა საჭირო ცოდნა, გამოცდილება და უნარები ზემოთ მოცემული მიზნების მისაღწევად

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@anagi.ge



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |