www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 21 ივნისი

შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი", წამყვანი კომპანია საქართველოს წყალმომარაგების ბაზარზე, რომლის მიზანია ხარისხიანი, უსაფრთხო და საიმედო წყალმომარაგებით თბილისისა და მისი შემოგარენის უზრუნველყოფა, აცხადებს ვაკანსიას ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე.

მოვალეობა/პასუხისმგებლობა:

** საინფორმაციო უსაფრთხოების სტრატეგიის განსაზღვრა, პროცედურების შემუშავება, დანერგვა და შესრულების მონიტორინგი;
** მჭიდრო თანამშრომლობა სტრუქტურულ ერთეულებთან შეფასების და ეფექტიანი მართვის მიზნით;
** ინციდენტების დოკუმენტირება და ანგარიშების მომზადება;
** ინფორმაციული უსაფრთხოების პროცესების მუდმივად განვითარება და სრულყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების განხრით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ქართული და ინგლისური ენების სრულყოფილად ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა;
** ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის კარგი უნარ-ჩვევები;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:recruitment@gwp.ge არა უგვიანეს 2019 წლის 21 ივნისისა. "Subjet"-ის ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - ინფორმაციული უსაფრთხოების ოფიცერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ "კომპანიამ" დაამუშავოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |