www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ზეინკალ-მეიარაღე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 6 ივლისი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ზეინკალ-მეიარაღის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 600-დან 1500 ლარამდე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** დეტალების საზეინკლო დამუშავება მე-12-14 ქვალიტეტით;
** მარტივი სამარჯვების, მჭრელი და მზომი იარაღების რემონტი და აწყობა;
** მარტივი იარაღების წრთობა;
** თერმულად დაუმუშავებელი თარგების, მრუდთარგების და კავების დამუშავება და დაყვანა წრთობმდე მე-12 ქვალიტეტით;
** ხრახნების მოჭრა შიგსახრახნებით და გარესახრახნებით, კალიბრზე შემოწმებით;
** იარაღებისა და საშუალო სირთულის სამარჯვების დამზადება და საზეინკლო დამუშავება, სპეციალური ტექნოლოგიური სამარჯვისა და თარგების გამოყენებით შედარებით მაღალი კვალიფიკაციის ზეინკალ-მეიარაღის ხელმძღვანელობით.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

** ​სამრჯვების, საზეინკლო და საკონტროლო-საზომი ინსტრუმენტების დანიშნულება და გამოყენების წესი;
** ჩასმებისა და დაშვებების სისტემები;
** ქვალიტეტები და სიმქისის პარამეტრები, ნახაზზე მათი აღნიშვნები;
** საბურღი და მისაქლიბი ჩარხების მუშაობის პრინციპები;
** ​ნამეტის დადგენის წესი შემდგომი დაყვანისათვის, მეტალის დეფორმაციის გათვალისწინებით თერმული დამუშავებისას.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ზეინკალ-მეიარაღე".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |