www.jobs24.ge
ყველა განცხადება ვაკანსიები ტრეინინგები ტენდერები რეზიუმე რეგისტრაცია შესვლა დაგვიკავშირდით
GEO | ENG
 
 
 
დასახელება: ამწეკრანის მემანქანე
მომწოდებელი: სახ. სამხედრო სამეცნიერო ცენტრი დელტა
გამოქვეყნდა: 7 ივნისი / განცხადების ვადა: 6 ივლისი

სსიპ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო ტექნიკური ცენტრი "დელტა" აცხადებს ვაკანსიას ზეინკალ-მეიარაღის პოზიციაზე - პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმების მიზნით.

კატეგორია: ტექნიკური სამუშაოები;
ანაზღაურება: 600-დან 1500 ლარამდე;
მდებარეობა: ქ. თბილისი.

ორგანიზაცია ეძებს მოტივირებულ თანამშრომელს, რომელსაც ექნება შესაძლებლობა თავისი ცოდნა და გამოცდილება გამოიყენოს ეროვნული სამხედრო, სამრეწველო კომპლექსის განვითარების საქმეში.

ფუნქციები და პასუხისმგებლობა:

** 3 ტონამდე ტვირთამწეობის სხვადასხვა ტვირთსაჭერი სამარჯვებით აღჭურვილი ხიდური ამწეებით ფხვიერი, საცალო (3 მეტრამდე სიგრძის) და სხვა ანალოგიური ტვირთების დატვირთვა, გადმოტვირთვა, გადატვირთვა და ტრანსპორტირება;
** მონორელსური ურიკების, კონსოლური ამწეების და კოჭური ამწეების მართვა;
** ბაგირების დამაგრების სისწორის, მუხრუჭების დარეგულირების და დამცავი მოწყობილობების მოქმედების შემოწმება;
** მომსახურე კრანის რემონტში მონაწილეობის მიღება.

სამუშაოს მოთხოვნები:

უნდა ქონდეს:

** საშუალო განათლება, სასურველია პროფესიული განათლება;
** შესაბამის სფეროში 2 წლამდე სამუშაო გამოცდილება.

უნდა იცოდეს:

** მომსახურე კრანების მოწყობილობა, მუშაობის პრინციპი და ექსპლუატაციის წესები;
** ​კრანის, ბაგირების და ჯაჭვების ზღვრული ტვირთამწეობა;
** ფხვიერი, საცალო და სხვა ანალოგიური ტვირთების გადაადგილების წესები;
** ძრავების და მაკონტროლებლების ჩართვის სისტემა;
** ელ. ტექნიკის საზეინკლო საქმის საფუძვლები.

უნარები:

** გუნდური მუშაობა და თანამშრომლობა;
** სწრაფვა მუდმივი განვითარებისკენ;
** ცვლილებებისადმი ადაპტაცია;
** კომუნიკაცია;
** პროფესიონალიზმი;
** პროდუქტიულობა;
** ხარისხზე ორიენტირება;
** უსაფრთხოება;
** სტრესულ გარემოში მუშაობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე (CV) გამოგზავნოთ ელფოსტის მისამართზე: hr@delta.gov.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "ამწეკრანის მემანქანე".



 
 
 Copyright © Jobs24.ge 2011-2016 All rights reserved.
ყველა განცხადება | ვაკანსიები | ტრეინინგები | ტენდერები | რეზიუმე |